|
2017-08-07 10:04:25, 3141 ნახვა
საზოგადოება
9 წელი აგვისტოს ომიდან - საოკუპაციო ზოლთან ხვალ ცოცხალი ჯაჭვის გაკეთება იგეგმება
ხვალ, რუსეთ-საქართველოს აგვისტოს ომიდან 9 წელი გავიდა. აღნიშნულთან დაკავშირებით, ყარაფილა-ხურვალეთის მონაკვეთთან, მასშტაბური აქცია - ცოცხალი ჯაჭვი იგეგმება. მოძრაობის "ძალა ერთობაშია" წარმომადგენლების განცხადებით, აქციის მიზანია, პატივი მიაგონ 8 აგვისტოს ომის დროს დაღუპულ გმირთა ხსოვნას და ასევე დაგმონ რუსეთის ქმედებები. რუსეთ-საქართველოს ომი — აგრეთვე ცნობილი, როგორც 2008 წლის სამხრეთ ოსეთის ომი, შეიარაღებული კონფლიქტი 2008 წლის აგვისტოში, ერთი მხრივ საქართველოსა და მეორე მხრივ რუსეთის ფედერაციას შორის, ოს და აფხაზ სეპარატისტებთან ერთად. ომი დაიწყო ქართულ ჯარებსა და რუსი სამხედროებით ზურგგამაგრებულ ოს სეპარატისტთა შორის კონფლიქტით ცხინვალის რეგიონში. ევროკავშირის თავმჯდომარე საფრანგეთის პრეზიდენტის შუამდგომლობით, კონფლიქტურმა მხარეებმა 12 აგვისტოს მიაღწიეს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას, რომელსაც საქართველომ თბილისში 15 აგვისტოს მოაწერა ხელი, ხოლო რუსეთმა მოსკოვში — 16 აგვისტოს. შეთანხმების ხელმოწერის შემდეგ, რუსეთმა საკუთარი ჯარების უმეტესი ნაწილი სამეგრელოს და შიდა ქართლის რეგიონებიდან გაიყვანა. თუმცა ამასთან ბუფერული ზონები შექმნა აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის საზღვრების გასწვრივ და სათვალთვალო პუნქტები დატოვა ფოთში, სენაკსა და პერევში. 2008 წლის 26 აგვისტოს რუსეთმა სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის დამოუკიდებლობა ცნო.
სასამართლომ გრიგოლ ლილუაშვილის ნათესავს, ანდრია ლილუაშვილს 12 წლით პატიმრობა მიუსაჯა
ნეტა ჩემი შვილი მომკვდარიყო და ის ბავშვი ყოფილიყო ცოცხალი - დაკავებული ნიკა კაპანაძის დედა
სამტრედიაში რკინის კონსტრუციის ჩამოშლას ახალგაზრდა პირი ემსხვერპლა
ცოტნე ანანიძე: სამწუხაროდ, დანაშაული ხდება ყველგან და მოხდება, ვიდრე კაცობრიობა იარსებებს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)