|
2017-08-06 17:22:36, 2614 ნახვა
საზოგადოება
პრეზიდენტმა ავღანეთში დაღუპულ ქართველ ჯარისკაცს პატივი მიაგო
საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა პატივი მიაგო ავღანეთში, თავდასხმის შედეგად დაღუპული ქართველი ჯარისკაცის მდინარი ბებიაშვილის ხსოვნას, რომელიც დღეს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში აშშ-ის საჰაერო ძალების სამხედრო თვითმფრინავით ჩამოასვენეს. გიორგი მარგველაშვილმა სამძიმარი გამოუცხადა დაღუპული ჯარისკაცის ოჯახის წევრებს და აღნიშნა რომ სერჟანტი გლობალური უსაფრთხოების დაცვისას საქართველოს ინტერესებისთვის ბრძოლაში დაიღუპა. "ვუსამძიმრებ მის ოჯახს, თანამებრძოლებს, ქართულ შეიარაღებულ ძალებს, მთლიანად ჩვენს ხალხს ასეთი ვაჟკაცის დაღუპვას", - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა. სამგლოვიარო ცერემონიას პრემიერ-მინისტრი, თავდაცვის მინისტრი, საგარეო საქმეთა მინისტრი, ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი ესწრებოდნენ. ქართველი სამხედროს ხსოვნას პატივი მიაგეს გენშტაბის წარმომადგენლებმა, ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა საქართველოში და ნატო-ს სამეკავშირო ოფისის ხელმძღვანელმა.
სასამართლომ გრიგოლ ლილუაშვილის ნათესავს, ანდრია ლილუაშვილს 12 წლით პატიმრობა მიუსაჯა
ნეტა ჩემი შვილი მომკვდარიყო და ის ბავშვი ყოფილიყო ცოცხალი - დაკავებული ნიკა კაპანაძის დედა
სამტრედიაში რკინის კონსტრუციის ჩამოშლას ახალგაზრდა პირი ემსხვერპლა
ცოტნე ანანიძე: სამწუხაროდ, დანაშაული ხდება ყველგან და მოხდება, ვიდრე კაცობრიობა იარსებებს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)