|
2015-04-24 13:21:34, 428 ნახვა
პოლიტიკა
ალექსანდრ ლუკაშენკო არჩილ ხაბაძეს შეხვდა
ბელარუსის პრეზიდენტი ალექსანდრ ლუკაშენკო ბათუმში შეხვედრებს მართავს. როგორც „ექსპრესნიუსს“ აჭარის მთავრობის პრესსამსახურიდან აცნობეს, ბელარუსის პრეზიდენტს ბათუმის აეროპორტში აჭარის მთავრობის თავმჯდომარე არჩილ ხაბაძე და მინისტრები, ასევე საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე დავით ჯალაღანია და ბელარუსის რესპუბლიკაში საქართველოს ელჩი დავით კოტარია დახვდნენ. აეროპორტში დახვედრის შემდეგ ოფიციალური შეხვედრა აჭარის მთავრობის ადმინისტრაციულ შენობაში გაიმართა. არჩილ ხაბაძემ ბელარუსის პრეზიდენტს რეგიონის ტურისტული და საინვესტიციო პოტენციალი გააცნო. მან ხაზი გაუსვა იმ ფაქტს, რომ ბელარუსი აჭარიდან ციტრუსის რეალიზაციისთვის ერთერთი მნიშვნელოვან ბაზარს წარმოადგენს. ამასთან, როგორც ხაბაძემ აღნიშნა მუშაობა საინვესტიციო მიმართულებითაც აქტიურად მიდის. მისივე თქმით, მიმდინარე წლის მაისის თვეში, ბელარუსში, ფინანსთა სამინისტროს მიერ საინვესტიციო ტური ჩატარდება.
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
რუსეთმა და უკრაინამ მშვიდობიანი მოქალაქეები გაცვალეს
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)