|
2017-08-04 21:43:09, 2501 ნახვა
საზოგადოება
GEM Fest- ის ორგანიზატორები: შესაბამისი უწყებები უზრუნველყოფენ, რომ ტერიტორიაზე ნარკოტიკული ნივთიერება არ შევიდეს
„შესაბამის ორგანოებთან ერთად ჩვენ ვცდილობთ რომ ფესტივალის ტერიტორიაზე მაქსიმალურად დაცული იყოს ადამიანის ჯანმრთელობა და უსაფრთხოება“,-ამის შესახებ ელექტრონული მუსიკალური ფესტივალის სოციალურ გვერდზე გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული. „GEM Fest ის არსებობის დღიდან ჩვენს ოფიციალურ ვებ გვერდსა და სხვა საკომუნიკაციო არხებზე აქტიურად ვეწევით კამპანიას ნარკოტიკული ნივთიერებების, განსაკუთრებით კი ბიოს მავნებლობის შესახებ. უფრთხილდით ბიოს, ის კლავს! შესაბამის ორგანოებთან ერთად ჩვენ ვცდილობთ რომ ფესტივალის ტერიტორიაზე მაქსიმალურად დაცული იყოს ადამიანის ჯანმრთელობა და უსაფრთხოება, ამ მიზნით GEM Fest ის სივრცეში ხდება თითოეული ვიზიტორის პასის სკანირება, რომელიც პერსონალურ ინფორმაციას შეიცავს და ასევე სტუმართა სრული შემოწმება. შესაბამისი უწყებები უზრუნველყოფენ რომ ტერიტორიაზე არ შემოვიდეს ნარკოტიკული ნივთიერება, განსაკუთრებით კი შხამი, სახელწოდებით ბიო! საფესტივალო სივრცეში 24/7-ზე ოპერირებს საერთაშორისო სტანდარტის შესაბამისი სამი მედპუნქტი,რომელიც მიმართვიანობის შემთხვევაში, ეფექტურად მუშაობს. კიდევ ერთხელ ვაფიქსირებთ ჩვენს პოზიციას რომ ბიო არის შხამი და ის კლავს!“,-ნათქვამია განცხადებაში.
სასამართლომ გრიგოლ ლილუაშვილის ნათესავს, ანდრია ლილუაშვილს 12 წლით პატიმრობა მიუსაჯა
ნეტა ჩემი შვილი მომკვდარიყო და ის ბავშვი ყოფილიყო ცოცხალი - დაკავებული ნიკა კაპანაძის დედა
სამტრედიაში რკინის კონსტრუციის ჩამოშლას ახალგაზრდა პირი ემსხვერპლა
ცოტნე ანანიძე: სამწუხაროდ, დანაშაული ხდება ყველგან და მოხდება, ვიდრე კაცობრიობა იარსებებს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)