|
2017-08-04 13:21:51, 2390 ნახვა
საზოგადოება
საგარეო უწყება ქართველი ჯარისკაცის დაღუპვის გამო, ღრმა მწუხარებას გამოთქვამს
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ღრმა მწუხარებას გამოთქვამს 3 აგვისტოს, ავღანეთში, ქართველ სამხედრო მოსამსახურეებზე განხორციელებული თავდასხმისას, უმცროსი სერჟანტი მდინარი ბებიაშვილის დაღუპვის გამო და სამძიმარს უცხადებს ჯარისკაცის ოჯახის წევრებსა და ახლობლებს. „საქართველოს შეიარაღებული ძალების II ქვეითი ბრიგადის 23-ე ქვეითი ბატალიონის სერჟანტი ბებიაშვილი მსახურობდა ავღანეთში მტკიცე მხარდაჭერის მისიის ფარგლებში, სადაც საქართველოს, როგორც ნატო-ს მომავალ წევრს და საიმედო პარტნიორს, საკუთარი წვლილი შეაქვს საერთო ევროატლანტიკური უსაფრთხოების განმტკიცებასა და საერთაშორისო ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლაში. მისი დაღუპვა დიდი დანაკლისია საქართველოს შეიარაღებული ძალებისთვის. ასევე, თავდასხმის დროს დაჭრილ სამხედრო მოსამსახურეებს სამინისტრო სწრაფ გამოჯანმრთელებას უსურვებს“, - ნათქვამია სამინისტროს განცხადებაში.
სასამართლომ გრიგოლ ლილუაშვილის ნათესავს, ანდრია ლილუაშვილს 12 წლით პატიმრობა მიუსაჯა
ნეტა ჩემი შვილი მომკვდარიყო და ის ბავშვი ყოფილიყო ცოცხალი - დაკავებული ნიკა კაპანაძის დედა
სამტრედიაში რკინის კონსტრუციის ჩამოშლას ახალგაზრდა პირი ემსხვერპლა
ცოტნე ანანიძე: სამწუხაროდ, დანაშაული ხდება ყველგან და მოხდება, ვიდრე კაცობრიობა იარსებებს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)