|
2017-08-04 09:56:12, 2245 ნახვა
საზოგადოება
პეკინის ქუჩის მარჯვენა მხარეს მოძრაობა კვირის ბოლოს აღდგება
პეკინის სარეაბილიტაციო შტაბში, თბილისის მერმა დავით ნარმანიამ მორიგი შეხვედრა გამართა. შეხვედრაზე დედაქალაქის მერმა, შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლებთან ერთად, მიმდინარე და დასრულებული სამუშაოები შეაჯამა და სამომავლო გეგმებზე იმსჯელა. როგორც დავით ნარმანიამ განაცხადა, სამუშაოები დაგეგმილი გეგმა-გრაფიკის მიხედვით, ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს. მისივე თქმით, ამ დროისთვის, პირველი ეტაპის სამუშაოების 90%-ზე მეტი დასრულებულია. „კვირის ბოლოს დასრულდება პეკინის მარჯვენა მხარეს მიმდინარე სამუშაოები, სადაც მთლიანად მოწესრიგდა მიწისქვეშა კომუნიკაცია. მომდევნო კვირის დასაწყისიდან სამუშაოები გზის მარცხენა მხარეს გაგრძელდება,სადაც მოიხსნება გზის საფარი და მოწესრიგდება მიწისქვეშა კომუნიკაციები. პარალელურ რეჟიმში გაკეთდება ტროტუარები,“ - განაცხადა დავით ნარმანიამ. უახლოეს რამდენიმე დღეში სამუშაოები დასრულდება მიცკევიჩის ქუჩის გზაჯვარედინზეც, რის შემდეგაც მოეწყობა ბორდიურები, ტროტუარები და დაიგება ასფალტის საფარის მეორე ფენა. აღნიშნული სამუშაოების დასრულების შემდეგ, მოძრაობა პეკინის მარჯვენა მხარეს გაიხსნება და სამუშაოები მარცხენა მხარეს გადაინაცვლებს. პეკინის ქუჩაზე სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარე წლის 16 ივნისს დაიწყო და სექტემბერში დასრულდება. (NS)
სასამართლომ გრიგოლ ლილუაშვილის ნათესავს, ანდრია ლილუაშვილს 12 წლით პატიმრობა მიუსაჯა
ნეტა ჩემი შვილი მომკვდარიყო და ის ბავშვი ყოფილიყო ცოცხალი - დაკავებული ნიკა კაპანაძის დედა
სამტრედიაში რკინის კონსტრუციის ჩამოშლას ახალგაზრდა პირი ემსხვერპლა
ცოტნე ანანიძე: სამწუხაროდ, დანაშაული ხდება ყველგან და მოხდება, ვიდრე კაცობრიობა იარსებებს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)