|
2017-08-02 17:45:18, 2480 ნახვა
საზოგადოება
აგლაძის ქუჩაზე მდებარე ხის სათავსოს ცეცხლი გაუჩნდა - დამწვარია 70 კვ.მ-მდე ფართობი
თბილისში, აგლაძის ქუჩაზე მდებარე ძველ ხის სათავსოს ცეცხლი გაუჩნდა. როგორც „ექსპრესნიუსს“ საგანრებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა. მათივე ცნობით, დაიწვა 70 კვადრატულ მეტრამდე ფართობი. ამ დროისთვის ხანძარი ლიკვიდირებულია. „აგლაძის ქუჩაზე არის ორი ტაძარი- ერთი მშენებარე, ერთი მოქმედი ტაძარი. ამ ტაძრებს შორის იყო ძველი ხის სათავსო და ამ სათავსოში გაჩნდა ხანძარი, არანაირი შემხებლობა არ აქვს ამას ელიავას ბაზრობასთან. დაიწვა დაახლოებით 70 კვადრატულ მეტრამდე ფართობი, თავის ბალახებიან, ბუჩქებიანად, ცალკეულ კერებიანად. ოპერატიულად მოხდა ჩვენი ჯგუფების ადგილზე მისვლა და ამ დროისთვის ხანძარი ლიკვიდირებულია“,-აცხადებენ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში.
სასამართლომ გრიგოლ ლილუაშვილის ნათესავს, ანდრია ლილუაშვილს 12 წლით პატიმრობა მიუსაჯა
ნეტა ჩემი შვილი მომკვდარიყო და ის ბავშვი ყოფილიყო ცოცხალი - დაკავებული ნიკა კაპანაძის დედა
სამტრედიაში რკინის კონსტრუციის ჩამოშლას ახალგაზრდა პირი ემსხვერპლა
ცოტნე ანანიძე: სამწუხაროდ, დანაშაული ხდება ყველგან და მოხდება, ვიდრე კაცობრიობა იარსებებს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)