|
2017-08-02 14:09:59, 2871 ნახვა
საზოგადოება
სურსათის ეროვნულმა სააგენტომ 21 დასახელების ნაყინი შეამოწმა
სურსათის ეროვნულმა სააგენტომ სამომხმარებლო ბაზარზე განთავსებული ქართული წარმოების სხვადასხვა დასახელების ნაყინი შეამოწმა. სააგენტოს მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, პათოგენურ მიკროორგანიზმებზე - სალმონელასა და ლისტერია მონოციტოგენეზზე ლაბორატორიული კვლევა ჩაუტარდა 21 დასახელების ნაყინის 105 ნიმუშს, მათ შორის, ვანილის, ჭიქის, საოჯახო, კაკაოს, ყავის, შოკოლადის, ხილის, ესკიმო და ა. შ. სხვადასხვა ბიზნესოპერატორის მიერ წარმოებულ პროდუქციას. სურსათის ეროვნული სააგენტოს ცნობით, ლაბორატორიული კვლევის შედეგად დადგინდა, რომ ნაყინის 105 ნიმუშიდან არც ერთი არ არის დაბინძურებული პათოგენური მიკროორგანიზმებით. „ლისტერია მონოციტოგენეზი (Listeria monocytogenes) პათოგენური მიკროორგანიზმია, რომელიც განსაკუთრებულ საფრთხეს უქმნის ბავშვებისა და ორსული ქალების სიცოცხლესა და ჯანმრთელობას. სალმონელა (Salmonella) არის ბაქტერიათა ჯგუფი, რომელიც იწვევს ტიფოიდურ დაავადებებს და მწვავე გასტროენტეროკოლიტს. უმეტესად აზიანებს საჭმლის მომნელებელ ტრაქტს. გასულ წელს პათოგენურ მიკროორგანიზმებზე სულ შემოწმდა ნაყინის 39 ნიმუში, აქედან 20 ლისტერიასა და 19 - სალმონელაზე“,-ნათქვამია განცხადებაში.
სასამართლომ გრიგოლ ლილუაშვილის ნათესავს, ანდრია ლილუაშვილს 12 წლით პატიმრობა მიუსაჯა
ნეტა ჩემი შვილი მომკვდარიყო და ის ბავშვი ყოფილიყო ცოცხალი - დაკავებული ნიკა კაპანაძის დედა
სამტრედიაში რკინის კონსტრუციის ჩამოშლას ახალგაზრდა პირი ემსხვერპლა
ცოტნე ანანიძე: სამწუხაროდ, დანაშაული ხდება ყველგან და მოხდება, ვიდრე კაცობრიობა იარსებებს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)