14:05 - 04 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-08-01 15:14:04, 2479 ნახვა

პოლიტიკა კომენტარი
პესკოვი პენსის ვიზიტზე: ამაში პრობლემას ვერ ვხედავთ, პრობლემა რუსეთის საზღვრებთან ნატო-ს ძალების გაფართოებაა

„აქ არავითარი პრობლემა არ არსებობს, პრობლემაა რუსეთის საზღვრებთან ჩრდილოატლანტიკური ალიანსის ძალების გაფართოება“, - ასე გამოეხმაურა რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის პრესმდივანი დიმიტრი პესკოვი ამერიკის შეერთებული შტატების ვიცე-პრეზიდენტის მაიკ პენსის  ესტონეთსა და საქართველოში ვიზიტს.

„პრობლემები ჩნდება მაშინ, როდესაც რუსეთის ფედერაციის საზღვრებთან ნატოს გაფართოებისთვის პროცესები იწყება. ეს სუვერენული ქვეყნებია, რომელიც საკუთარ  საგარეო პოლიტიკას საკუთარი შეხედულებებით აწყობენ. ამაში პრობლემას  ვერ ვხედავთ. პრობლემა მხოლოდ რუსეთის საზღვრებთან ჩრდილოატლანტიკური ალიანსის ძალების გაფართოებაა, რაც რა თქმა უნდა ჩვენს შეშფოთებას იწვევს“,-განაცხადა დიმიტრი პესკოვმა.

ცნობისთვის, საქართველოს აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი მაიკ პენსი გუშინ, მეუღლესთან ერთად ეწვია. მან დღეს შეხვედრა გამართა საქართველოს პრემიერ-მინისტრთან და კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორესთან. დღესვე მაიკ პენსი ალექსეევკას აეროპორტში პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილთან ერთად, "ღირსეული პარტნიორი 2017"-ში მონაწილე სამხედრო მოსამსახურეებს სიტყვით მიმართავს. მაიკ პენსის ვიზიტი საქართველოში რამდენიმე საათში დასრულდება.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
ზელენსკი: ნიდერლანდები დათანხმდა სპეციალური ტრიბუნალის შექმნას რუსეთის აგრესიის გამოსაძიებლად
ტეილორ სვიფტი და ტრევის კილსი დაქორწინდნენ: ახალი ერა ამერიკის „სამეფო წყვილისთვის“ დაიწყო
პუტინი: კონსტანტინოვკას განთავისუფლებას სტრატეგიული მნიშვნელობა აქვს დემოკრატიული რესპუბლიკისთვის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics