|
2017-07-31 20:01:15, 2245 ნახვა
საზოგადოება
მაიკ პენსს თავისუფლების მოედანზე მოქალაქეები დახვდნენ
თავისუფლების მოედანზე მოქალაქეები და პოლიტიკოსები არიან შეკრებილი. ისინი თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან მომავალ ამერიკის შეერთებული შტატების ვიცე-პრეზიდენტს დახვდნენ. მაიკ პენსის ესკორტმა პუშკინის ქუჩა ცოტა ხნის წინ გაიარა და გზა ფუნიკულიორის მიმართულებით გააგრძელა, სადაც ოფიციალური ვახშამი უნდა გაიმართოს. მოქალაქეები მიესალმენ აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტს და გამოხატეს მისდამი მხარდაჭერა. მათ ოვაციებით გააცილეს ვიცე-პრეზიდენტის ესკორტი. ამ დროისთვის პუშკინის სკვერში სხვადასხვა სახის ღონისძიება მიმდინარეობს. თავისუფლების მოედანზე იმყოფება ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე თამარ ხულორდავა. მისი განცხადებით, აშშ ერთ-ერთი ყველაზე აქტიური მხარდამჭერია საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის. „ეს ვიზიტი ცხადყოფს, რომ საქართველოს მიმართ აქვს სტრატეგიული ინტერესები აშშ-ს და რომ სანდო და საიმედო პარტნიორია საქართველო რეგიონში. ამ ვიზიტის მნიშვნელობა ძალიან დიდია“,-აღნიშნა თამარ ხულორდავამ. აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი საქართველოს ორ დღიანი ვიზიტით ცოტა ხნის წინ, მეუღლესთან ერთად ეწვია.
სასამართლომ გრიგოლ ლილუაშვილის ნათესავს, ანდრია ლილუაშვილს 12 წლით პატიმრობა მიუსაჯა
ნეტა ჩემი შვილი მომკვდარიყო და ის ბავშვი ყოფილიყო ცოცხალი - დაკავებული ნიკა კაპანაძის დედა
სამტრედიაში რკინის კონსტრუციის ჩამოშლას ახალგაზრდა პირი ემსხვერპლა
ცოტნე ანანიძე: სამწუხაროდ, დანაშაული ხდება ყველგან და მოხდება, ვიდრე კაცობრიობა იარსებებს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)