|
2017-07-31 18:40:42, 2170 ნახვა
საზოგადოება
აეროპორტში მაიკ პენსის დასახვედრად მისულ მოქალაქეებს ტერიტორია დაატოვებინეს
თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ამერიკის შეერთებული შტატების ვიცე-პრეზიდენტის მაიკ პენსის დასახვედრად მისულ მოქალაქეებს ტერიტორია დაატოვებინეს. მათთვის სპეციალური ადგილი იყო გამოყოფილი, თუმცა როგორც სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსმა ანზორ ჩუბინიძემ განაცხადა, ამერიკული მხარის მოთხოვნით, წინასწარ შეთანხმებული გეგმა შეიცვალა. „აქ გასაკვირი არაფერია, ეს არის უმაღლესი დონის ვიზიტი და შესაბამისად, ამერიკული მხარისგან მოთხოვნები ძალიან მისაღებია. არის რა თქმა უნდა, ძალიან კატეგორიული მოთხოვნები და ჩვენც, შესაბამისად, ვახერხებთ და ძალიან მადლობლები არიან ჩვენი დახმარებით. არაფერი არ მომხდარა, ჯერჯერობით საზოგადოების დასწრების თემა გადასაწყვეტია“, - განაცხადა ჩუბინიძემ. მაიკ პენსის თვითმფრინავი თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დაახლოებთ 19:00 საათზე დაეშვება. მას პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი და მინისტრთა კაბინეტის წევრები დახვდებიან.
სასამართლომ გრიგოლ ლილუაშვილის ნათესავს, ანდრია ლილუაშვილს 12 წლით პატიმრობა მიუსაჯა
ნეტა ჩემი შვილი მომკვდარიყო და ის ბავშვი ყოფილიყო ცოცხალი - დაკავებული ნიკა კაპანაძის დედა
სამტრედიაში რკინის კონსტრუციის ჩამოშლას ახალგაზრდა პირი ემსხვერპლა
ცოტნე ანანიძე: სამწუხაროდ, დანაშაული ხდება ყველგან და მოხდება, ვიდრე კაცობრიობა იარსებებს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)