|
2017-07-31 17:11:31, 2458 ნახვა
საზოგადოება
სოფლის მეურნეობის სამინისტროს ლაბორატორიამ კიდევ ერთი აღიარება მოიპოვა
სსიპ საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს ლაბორატორიამ საერთაშორისო პროვაიდერის FAPAS მიერ ჩატარებული PT (proficiency test) პროფესიული ტესტირების შედეგების მიხედვით უმაღლესი შეფასება და კიდევ ერთი აღიარება მოიპოვა. უწყების პრესსამსახურის ინფორმაციით, სურსათის კვლევის მიკრობიოლოგიის ლაბორატორიის სპეციალისტებმა, რძის ფხვნილში ოქროსფერი სტაფილოკოკის ბაქტერიის რაოდენობრივ და ხარისხობრივ ანალიზზე პროფესიული ტესტირება წარმატებით გაიარეს. მათივე ინფორმაციით, პროფესიულ ტესტირებაში მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის წამყვანი ლაბორატორიები მონაწილეობენ. მონაწილეთა მიერ შედეგების წარდგენის შემდეგ ხდება შედეგების სტატისტიკური დამუშავება, დგება საბოლოო ანგარიში და ლაბორატორიის საქმიანობის ხარისხის შეფასება. მიმდინარე წლის მონაცემებით, სურსათის კვლევის მიკრობიოლოგიის ლაბორატორიის სპეციალისტებმა წარმატებით გაიარეს პროფესიული ტესტირება 5 სხვადასხვა მეთოდზე. აღნიშნული კვლევები ეფუძნება საერთაშორისოდ აღიარებულ იმ ISO 17 025 - ის სტანდარტებს, რომლითაც უმაღლესი აღიარების ტესტირების და რეფერალური ლაბორატორიები სარგებლობენ. პროფესიული კომპეტენციის ტესტირების პროგრამა, ანუ გარე ხარისხის კონტროლის სქემებში მონაწილეობა წარმოადგენს, როგორც ლაბორატორიის მიერ დამკვეთისათვის შეთავაზებული ტესტირების უტყუარობის და ვალიდურობის ობიექტურ დადასტურებას, ასევე საერთაშორისო აკრედიტაციის შენარჩუნების ერთ-ერთ სავალდებულო პირობას. (NS)
სასამართლომ გრიგოლ ლილუაშვილის ნათესავს, ანდრია ლილუაშვილს 12 წლით პატიმრობა მიუსაჯა
ნეტა ჩემი შვილი მომკვდარიყო და ის ბავშვი ყოფილიყო ცოცხალი - დაკავებული ნიკა კაპანაძის დედა
სამტრედიაში რკინის კონსტრუციის ჩამოშლას ახალგაზრდა პირი ემსხვერპლა
ცოტნე ანანიძე: სამწუხაროდ, დანაშაული ხდება ყველგან და მოხდება, ვიდრე კაცობრიობა იარსებებს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)