|
2017-07-30 12:36:23, 2531 ნახვა
საზოგადოება
საზოგადოებრივი მაუწყებელი მზადაა, მაიკ პენსის ვიზიტის გაშუქებისას სიგნალი ყველა მაუწყებელს უსასყიდლოდ მიაწოდოს
საქართველოში აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტის, მაიკ პენსისვიზიტთან დაკავშირებით საზოგადოებრივი მაუწყებლის აღმასრულებელი საბჭო განცხადებას ავრცელებს. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, ვიზიტის მნიშვნელობიდან გამომდინარე, საზოგადოებრივი მაუწყებელი მზად არის, უსასყიდლოდ მიაწოდოს სიგნალი ყველა მაუწყებელს. "საქართველოს სტრატეგიული პარტნიორის, ამერიკის შეერთებული შტატების ვიცე-პრეზიდენტის და მისი მეუღლის ოფიციალური ვიზიტი უაღრესად მნიშვნელოვანი მოვლენაა ჩვენი ქვეყნისთვის. ამდენად, საზოგადოებრივი მაუწყებელი არა მხოლოდ უზრუნველყოფს ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილი ღონისძიებების ტრანსლირებას, არამედ, მოსახლეობის უკეთ ინფორმირების მიზნით, გამონაკლისის სახით, მზად არის, უსასყიდლოდ მიაწოდოს სიგნალი ყველა მაუწყებელს. დაინტერესებულ ორგანიზაციებს შეუძლიათ, მიმართონ საზოგადოებრივი მაუწყებლის ტექნიკურ სამსახურს"- აღნიშნულია განცხადებაში, რომელსაც 1tv.ge ავრცელებს. მაიკ პენსი საქართველოში 31 ივლისს ჩამოვა.
სასამართლომ გრიგოლ ლილუაშვილის ნათესავს, ანდრია ლილუაშვილს 12 წლით პატიმრობა მიუსაჯა
ნეტა ჩემი შვილი მომკვდარიყო და ის ბავშვი ყოფილიყო ცოცხალი - დაკავებული ნიკა კაპანაძის დედა
სამტრედიაში რკინის კონსტრუციის ჩამოშლას ახალგაზრდა პირი ემსხვერპლა
ცოტნე ანანიძე: სამწუხაროდ, დანაშაული ხდება ყველგან და მოხდება, ვიდრე კაცობრიობა იარსებებს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)