|
2017-07-29 14:18:42, 2429 ნახვა
საზოგადოება
გაბილეთიანების სისტემის მოდერნიზაციის აუქციონში „საქართველოს ბანკმა“ გაიმარჯვა
თბილისის მერიის მიერ საზოგადოებრივ ტრანსპორტში მგზავრობის საფასურის გადახდის სისტემის მოდერნიზაციისთვის გამოცხადებულ აუქციონში „საქართველოს ბანკმა“ გაიმარჯვა. მერიის ინფორმაციით, აუქციონში მასთან ერთად „თი ბი სი ბანკი“ მონაწილეობდა. გამარჯვებული კომპანია თბილისის სატრანსპორტო კომპანიისთვის შეთავაზებული საუკეთესო ფინანსური წინადადების წარდგენის მიხედვით გამოვლინდა. აუქციონის საწყისი თანხა 10 მილიონ ლარს შეადგენდა. საბოლოოდ, აუქციონზე ვაჭრობის შედეგად, „საქართველოს ბანკმა“ თბილისის მერიას 22,2 მილიონი ლარი შესთავაზა. აუქციონში გამარჯვებულმა კომპანიამ ახალი სისტემები მაქსიმუმ ერთ წელიწადში უნდა დანერგოს. კომპანია უზრუნველყოფს მეტროში, ავტობუსებსა და საბაგიროში ყველა ტიპის ქართული საბანკო და VISA და MasterCard უცხოური ბარათებით მგზავრობის საფასურის გადახდის სისტემის დანერგვას. შესაბამისად, მუნიციპალური ტრანსპორტი ახალი სალარო აპარატებითა და ვალიდატორებით – ბარათის წამკითხველი აპარატურით აღიჭურვება. ამავდროულად, შესაძლებელი იქნება ბილეთის ნაღდი ფულით შეძენა და სამგზავრო ბარათების გამოყენებაც. შეიქმნება სპეციალური მობილური აპლიკაციები მგზავრობის დაგეგმვისა და ბილეთის შეძენის ფუნქციებით. „საქართველოს ბანკი“ შპს „სატრანსპორტო კომპანიას“ ავტობუსების მართვისა და დისპეჩერიზაციის უახლესი ტექნოლოგიებით აღჭურვავს. მიწისზედა საზოგადოებრივ ტრანსპორტში (M3 კატეგორიის ავტობუსებში) ადგილმდებარეობის დადგენის სისტემები დაინერგება, რაც მოძრაობის გრაფიკის კონტროლსა და კორექტირებას უზრუნველყოფს. დედაქალაქის მერის, დავით ნარმანიას განცხადებით, უახლოეს ხანში თბილისელებს მგზავრობის საფასურის გადახდისა და საზოგადოებრივი ტრანსპორტის მართვის თანამედროვე და სრულყოფილი სისტემები ექნებათ, რაც მუნიციპალური ტრანსპორტით სარგებლობას მეტად კომფორტულსა და მიმზიდველს გახდის. „საქართველოს ბანკმა“ გაბილეთიანების სისტემის ოპერირების უფლება 10 წლის ვადით მიიღო.
(NS)
ნეტა ჩემი შვილი მომკვდარიყო და ის ბავშვი ყოფილიყო ცოცხალი - დაკავებული ნიკა კაპანაძის დედა
სამტრედიაში რკინის კონსტრუციის ჩამოშლას ახალგაზრდა პირი ემსხვერპლა
ცოტნე ანანიძე: სამწუხაროდ, დანაშაული ხდება ყველგან და მოხდება, ვიდრე კაცობრიობა იარსებებს
ზარქუა ოქრიაშვილზე თავდასხმაზე: ცუდია, რაც მოხდა, მაგრამ არავის გაუტარებს ქართული საზოგადოება
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)