|
2017-07-28 18:40:19, 2210 ნახვა
საზოგადოება
თეა წულუკიანმა ყატარის ელჩი მიიღო
იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა ყატარის ელჩი მუბარაკ ბინ ნასსერ ბინ მუბარაკ ალ-ხალიფა მიიღო. უწყების პრესსამსახურის ინფორმაციით, მინისტრმა ელჩს კიდევ ერთხელ დაუდასტურა მართლმსაჯულებისა და სერვისების განვითარების სფეროში გატარებული რეფორმების გაზიარების კუთხით საქართველოს მზადყოფნა და იმედი გამოთქვა, რომ კატარის სამთავრობო უწყებებთან არსებული აქტიური თანამშრომლობა მომავალშიც გაგრძელდება. როგორც თეა წულუკიანმა აღნიშნა, საქართველოსა და ყატარის იუსტიციის სამინისტროებს შორის წარმატებული სამართლებრივი თანამშრომლობა 2014 წელს მისი ყატარში ვიზიტით დაიწყო. როგორც იუსტიციის მინისტრმა აღნიშნა, იუსტიციის სამინისტრო აქტიურად მუშაობს მართლმსაჯულებისა და ადამიანის უფლებების დაცვის სფეროში, სახელმწიფო სერვისების განვითარებისა და საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობაში მყოფი სამართლებრივი სისტემის განვითარების ხელშესაწყობად. „საქართველოს მთავრობა მუდმივად აუმჯობესებს მოქალაქეებისთვის საჯარო სერვისების ხელმისაწვდომობას. ჩვენთვის მნიშნელოვანია, რომ მოქალაქის უფლებები თანაბრად იყოს დაცული, როგორც ქალაქში, ისე სოფლებში. სწორედ ამიტომ, საჯარო სერვისების ხელმისაწვდომობა უზრუნველყოფილია სოფლად მდებარე 45 საზოგადოებრივ ცენტრსა და 19 იუსტიციის სახლში"- აღნიშნა თეა წულუკიანმა. იუსტიციის მინისტრმა დოჰაში მნიშვნელოვანი შეხვედრები გამართა ყატარის ემირთან, პრემიერ-მინისტრსა და იუსტიციის მინისტრთან, ასევე შეხვდა ქვეყნის შინაგან საქმეთა მინისტრსა და გენერალურ პროკურორს. (NS)
ნეტა ჩემი შვილი მომკვდარიყო და ის ბავშვი ყოფილიყო ცოცხალი - დაკავებული ნიკა კაპანაძის დედა
სამტრედიაში რკინის კონსტრუციის ჩამოშლას ახალგაზრდა პირი ემსხვერპლა
ცოტნე ანანიძე: სამწუხაროდ, დანაშაული ხდება ყველგან და მოხდება, ვიდრე კაცობრიობა იარსებებს
ზარქუა ოქრიაშვილზე თავდასხმაზე: ცუდია, რაც მოხდა, მაგრამ არავის გაუტარებს ქართული საზოგადოება
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)