|
2017-07-28 13:45:48, 2033 ნახვა
საზოგადოება
მოსალოდნელი შტორმის გამო, საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტო მოქალაქეებს აფრთხილებს, ზღვაში არ შევიდნენ
შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტო შავი ზღვის სანაპირო ზოლზე მოსალოდნელი შტორმის გამო, მუშაობის გაძლიერებულ რეჟიმზე გადავიდა. როგორც უწყების განცხადებაშია აღნიშნული, საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტომ მყისიერი რეაგირება მოახდინა სახელმწიფო ჰიდროგრაფიული სამსახურის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაზე, რომლის თანახმადაც, დღეს შავი ზღვის სანაპირო ზოლზე 4-ბალიანი შტორმია მოსალოდნელი და შესაბამისი ზომები მიიღო. „ზღვის სანაპიროზე არსებულ ყველა საგუშაგოზე წითელი ალმებია აღმართული. წყალზე მაშველები ადგილობრივ მოსახლეობას და ტურისტებს, უბედური შემთხვევების თავიდან აცილების მიზნით, მოსალოდნელი საფრთხის შესახებ რამდენიმე ენაზე აფრთხილებენ. შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტო მოქალაქეებს თხოვნით მიმართავს: არ შევიდნენ ზღვაში მანამ, სანამ საგუშაგოებზე თეთრი ალმები არ აღიმართება; დაემორჩილონ მაშველთა მითითებებს; ყურადღება მიაქციონ ბავშვებსა და მოზარდებს, ნუ დატოვებენ მათ მეთვალყურეობის გარეშე“, - ნათქვამია შსს-ს განცხადებაში. სააგენტოს ინფორმაციით, პანიკის საფუძველი არ არსებობს. საშტორმო მდგომარეობა, სავარაუდოდ, ხვალ, დღის პირველ ნახევარშიც შენარჩუნდება.
ნეტა ჩემი შვილი მომკვდარიყო და ის ბავშვი ყოფილიყო ცოცხალი - დაკავებული ნიკა კაპანაძის დედა
სამტრედიაში რკინის კონსტრუციის ჩამოშლას ახალგაზრდა პირი ემსხვერპლა
ცოტნე ანანიძე: სამწუხაროდ, დანაშაული ხდება ყველგან და მოხდება, ვიდრე კაცობრიობა იარსებებს
ზარქუა ოქრიაშვილზე თავდასხმაზე: ცუდია, რაც მოხდა, მაგრამ არავის გაუტარებს ქართული საზოგადოება
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)