|
2017-07-27 15:49:21, 2186 ნახვა
საზოგადოება
ხუდადოვის ტყე-პარკში დასუფთავების აქცია გაიმართა
შპს „თბილსერვის ჯგუფის“ ორგანიზებით, ჩუღურეთის რაიონში - ხუდადოვის ტყე-პარკში, დასუფთავების აქცია გაიმართა. დასუფთავების სამუშაოებს თბილისის მერი დავით ნარმანია, მოადგილესთან გიგა ნიკოლეიშვილთან ერთად გაეცნო. მერიის ინფორმაციით, ღონისძიების ფარგლებში, ხუდადოვის ტყე-პარკი წლების განმავლობაში დაგროვილი სამშენებლო და სხვა სახის ნარჩენისგან სრულად გასუფთავდა, ხოლო შეგროვებული ნარჩენის გატანა სპეციალური ტექნიკის საშუალებით განხორციელდა. თბილისის მერის დავით ნარმანიას განცხადებით, აღნიშნული ღონისძიებების შედეგად ტერიტორიის რეკრეაციული ფუნქცია გაუმჯობესდება. „იწმინდება ტერიტორია სამშენებლო ნარჩენებისგან, რომელიც 90-იანი წლებიდან იყრებოდა ამ ტერიტორიაზე. მნიშვნელოვანია ის, რომ ჩვენ შემდგომი 10 დღის განმავლობაში სრულად გავასუფთავებთ ამ ტერიტორიას და მისი რეკრეაციული ფუნქცია კიდევ უფრო გაუმჯობესდება და გაიზრდება. გასულ წელს ჩვენ აქ ასევე მასობრივი გამწვანების ღონისძიებები ჩავატარეთ, რომლის შედეგადაც 10 000-მდე ხე-მცენარე დაირგო. ამასთან ერთად სამუშაოების დასრულების შემდეგ გავაგრძელებთ ანალოგიურ სამუშაოებს აღმაშენებლის ხეივანზე, სადაც ტერიტორია მოსწორდება დ მომზადდება იმისათვის, რომ საშემოდგომოდ ასევე საკმაოდ ბევრი ხე -მცენარე დავრგოთ და კიდევ უფრო მეტი სიმწვანე შევძინოთ ქალაქს. ამიტომ ქალაქის ყველა სამსახურია მობილიზებული და მაქსიმალურად ინტენსიურად მუშაობენ.“- განაცხადა დავით ნარმანიამ. აქციაში მონაწილეობა „თბილსერვის ჯგუფის“ თანამშრომლებმა მიიღეს. ადგილზე მობილიზებული იყო სპეციალური ტექნიკაც. ღონისძიებას თბილისის მერიის ეკოლოგიისა და გამწვანების საქალაქო სამსახურის უფროსი გოგა წერეთელი და ჩუღურეთის გამგებელი ზურაბ ჩიკვილაძე ესწრებოდნენ.
(NS)
ნეტა ჩემი შვილი მომკვდარიყო და ის ბავშვი ყოფილიყო ცოცხალი - დაკავებული ნიკა კაპანაძის დედა
სამტრედიაში რკინის კონსტრუციის ჩამოშლას ახალგაზრდა პირი ემსხვერპლა
ცოტნე ანანიძე: სამწუხაროდ, დანაშაული ხდება ყველგან და მოხდება, ვიდრე კაცობრიობა იარსებებს
ზარქუა ოქრიაშვილზე თავდასხმაზე: ცუდია, რაც მოხდა, მაგრამ არავის გაუტარებს ქართული საზოგადოება
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)