18:13 - 23 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-07-26 15:04:41, 2106 ნახვა

საზოგადოება
დავით სერგეენკო ირლანდიის სასწრაფო დახმარების ცენტრის დელეგაციას შეხვდა

შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი დავით სერგეენკო საქართველოში ოფიციალური ვიზიტით მყოფ ირლანდიის ეროვნული სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის დელეგაციას შეხვდა.

ჯანდაცვის სამინისტროში გამართულ შეხვედრაზე გადაუდებელი სამედიცინო დახმარების მართვისა და პერსონალის პროფესიული მომზადების საკითხები განიხილეს. განსაკუთრებული ყურადღება ცენტრში დაგეგმილ პროექტებზე და ამ მიმართულებით გამოცდილების გაზიარებაზე გამახვილდა.

სამინისტროს ცნობით, დელეგაცია ქვეყანაში ირლანდიის ეროვნული სასწრაფო სამედიცინო დახმარების დირექტორ მარტინ დუნეს ხელმძღვანელობით იმყოფება. ვიზიტის ფარგლებში დელეგატები ჯანდაცვის სამინისტროს ეროვნულ სასწავლო ცენტრში იმყოფებოდნენ. საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის დირექტორმა, ავთანდილ თალაკვაძემ სხვა ხელმძღვანელ პირებთან ერთად, ირლანდიელ კოლეგებს რეგიონებში გადაუდებელი სამედიცინო დახმარების მართვის საკითხებზე მიაწოდა ინფორმაცია. შეხვედრაზე სასწრაფო სამედიცინო დახმარების გამოძახებების, რეაგირების, პაციენტის ჰოსპიტალიზაციისა და რეფერალის საკითხებზე პრეზენტაციაც იყო წარმოდგენილი. დელეგაციის წევრებმა ჯანდაცვის სამინისტროს სასწავლო ცენტრიც დაათვალიერეს და მედპერსონალის პროფესიული მომზადების შესახებ გაეცნენ ინფორმაციას.

ირლანდიის ეროვნული სასწრაფო სამედიცინო დახმარების დელეგაცია ოფიციალური ვიზიტით საქართველოს 23 ივლისს ესტუმრა.

 

(NS)





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ცოტნე ანანიძე: სამწუხაროდ, დანაშაული ხდება ყველგან და მოხდება, ვიდრე კაცობრიობა იარსებებს
ზარქუა ოქრიაშვილზე თავდასხმაზე: ცუდია, რაც მოხდა, მაგრამ არავის გაუტარებს ქართული საზოგადოება
23 ივლისის საღამოდან 24 ივლისის დილამდე საქართველოს უმეტეს ტერიტორიაზე დროგამოშვებით წვიმაა მოსალოდნელი
SJC: ოქრიაშვილზე თავდასხმა ოცნებისა და მისი მედიების მიერ დისკრედიტაციის კამპანიის შედეგია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics