|
2017-07-26 13:53:35, 1976 ნახვა
საზოგადოება
ქუთაისის ბინების განაწილების კომისიამ მუშაობა დაიწყო
დევნილთა საკითხების შემსწავლელმა გაფართოებულმა კომისიამ, რომელიც ქუთაისში 429 დევნილი ოჯახისთვის ბინების გადაცემის საკითხს განიხილავს, მუშაობა დაიწყო. როგორ დევნილთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, დევნილთა გრძელვადიანი განსახლების პროცესი სამი მიმართულებით მიმდინარეობს. „ნგრევად და სიცოცხლისათვის ან ჯანმრთელობისათვის მომეტებული საფრთხის შემცველი ობიექტებიდან დევნილი ოჯახების გაყვანა, სასამართლოს ან ზემდგომი ადმინისტრაციული ორგანოს გადაწყვეტილებისა და სამინისტროს მიერ გაცემული ადმინისტრაციული დაპირების საფუძველზე დევნილი ოჯახების უზრუნველყოფა საცხოვრებელი ფართით, კრიტერიუმების შესაბამისად დევნილთა გრძელვადიანი განსახლება“,-ნათქვამია განცხადებაში. ამასთან, უწყების განცხადებაში აღნიშნულია, რომ დევნილთა გრძელვადიანი განსახლების პროცესის პირველი ეტაპი სააპლიკაციო ფორმის შევსებაა, რის საფუძველზეც დევნილ ოჯახებს წინასწარი ქულები ენიჭებათ. „ქუთაისში ბინების მიღების მოთხოვნით განაცხადი 3737 დევნილმა ოჯახმა შეავსო. დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისიის გადაწყვეტილებით, მინიჭებული ქულების საფუძველზე, შეირჩა ყველაზე მაღალი ქულების მქონე ის დევნილი ოჯახები, რომლებიც მონიტორინგის ჯგუფებმა ადგილზე შეისწავლეს. მონიტორინგის სამსახური 12 ივნისიდან 24 ივლისამდე მუშაობდა, რის შემდეგაც მოკვლეული მასალები, განსახილველად, დევნილთა საკითხების შემსწავლელ კომისიას გადაეცა. ამ კომისიის მუშაობა კი დღეს, 26 ივლისს იწყება და 28 აგვისტომდე გაგრძელდება. გაფართოებული კომისიის შემადგენლობაში სამინისტროს ხელმძღვანელობასა და თანამშრომლებთან ერთად, შედიან სახალხო დამცველის აპარატის, დანიის ლტოლვილთა საბჭოს (DRC), გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატის (UNHCR), კონსორციუმი სამართლებრივი დახმარება საქართველოს (LAG), რომელიც 4 ორგანიზაციას აერთიანებს, ასოციაცია „თანხმობის“, ვეტერანთა დეპარტამენტისა და აფხაზეთის მთავრობის წარმომადგენლები. კომისიის მუშაობაში მონაწილეობას მიიღებენ ასევე, უკრაინის დროებით ოკუპირებული ტერიტორიებისა და დევნილთა სამინისტროს წარმომადგენლებიც. კომისიის მუშაობის პროცესი გამჭვირვალედ მიმდინარეობს და ის ღიაა ნებისმიერი მედია საშუალებისათვის“,-ნათქვამია განცხადებაში. განცხადების თანახმად, მუშაობის პროცესში კომისიის წევრები ინდივიდუალურად განიხილავენ თითოეული დევნილი ოჯახის მონაცემებსა და მონიტორინგის შედეგებს. „გადაწყვეტილება კი ხმათა უმრავლესობით მიიღება, თუ კონკრეტულად, რომელ დევნილ ოჯახებს გადაეცემათ ბინები. გადასაცემი ბინის ოთახების რაოდენობა სულადობის მიხედვით განისაზღვრება. დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისიის გადაწყვეტილებით, მონიტორინგს დაექვემდებარნენ: ერთოთახიანი ბინის პრეტენდენტები 5.5 და მეტი ქულა ოროთახიანი ბინის პრეტენდენტები 5 და მეტი ქულა, სამოთახიანი ბინის პრეტენდენტები 4 და მეტი ქულა. კომისიის მუშაობის შედეგად გამოვლინდება 429 დევნილი ოჯახი, რომლებსაც ბინები გადაეცემათ. კომისია, ასევე განიხილავს 9 ნგრევადი ობიექტის (150 დევნილი ოჯახი ) დახურვის საკითხსაც“,-აღნიშნულია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში. (NS)
ცოტნე ანანიძე: სამწუხაროდ, დანაშაული ხდება ყველგან და მოხდება, ვიდრე კაცობრიობა იარსებებს
ზარქუა ოქრიაშვილზე თავდასხმაზე: ცუდია, რაც მოხდა, მაგრამ არავის გაუტარებს ქართული საზოგადოება
23 ივლისის საღამოდან 24 ივლისის დილამდე საქართველოს უმეტეს ტერიტორიაზე დროგამოშვებით წვიმაა მოსალოდნელი
SJC: ოქრიაშვილზე თავდასხმა ოცნებისა და მისი მედიების მიერ დისკრედიტაციის კამპანიის შედეგია
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)