21:50 - 08 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-07-25 14:29:53, 2449 ნახვა

სამართალი
ტარას შავშიშვილი: გიორგი მამალაძისთვის კანონსაწინააღმდეგო არაფერი გადამიცია

ბრალდების მხარის მოწმემ, ტარას შავშიშვილმა, რომელსაც მამა გიორგი მამალაძესთან მეგობრული ურთიერთობა აკავშირებს მედიასთან დაკითხვის დეტალებზე არ ისაუბრა.

შავშიშვილმა მხოლოდ ის განაცხადა, რომ მამა გიორგი მამალაძისთვის კანონსაწინააღმდეგო არაფერი გადაუცია.

კითხვების მიუხედავად, ტარას შავშიშვილმა დამატებითი კომენტარის გაკეთება არ ისურვა.

ცნობისთვის, ტარას შავშიშვილი დაიკითხა, როგორც ბრალდების მხარის მოწმე, თუმცა პროკურორი ზვიად გუბელაძე ამბობს, რომ შავშიშვილი საქმეში დაინტერესებული პირია და მას სურს, მამა გიორგი მამალაძე გამართლდეს. ამიტომ პროკურორის განცხადებით, მან სასამართლო მამა გიორგი მამალაძის სასარგებლო ინფორმაცია მიაწოდა, თუმცა მისივე თქმით, მან ვერ დამალა, რომ მამა გიორგი მამალაძესა და პატრიარქის მდივან-რეფერენტს, შორენა თეთრუაშვილს შორის არსებობდა დაპირისპირება და ეს დაპირისპირება თავისებურად ახსნა. ასევე პროკურატურა ირწმუნება, რომ ტარას შავშიშვილი არის პირი, რომელიც მამა გიორგი მამალაძეს კონსპირაციულ ვითარებაში შეხვდა და აეროპორტში გამგზავრებამდე სხვადასხვა ნივთები გადასცა.  

რაც შეეხება დაცვის მხარეს, ადვოკატ ეკა ლომიძის თქმით, ტარას შავშიშვილმა დაადასტურა, რომ არანაირი საუბარი ციანიდზე დეკანოზთან არ ჰქონია და არც გადაუცია. ლომიძის განმარტებით, შავშიშვილმა მამა გიორგი მამალაძეს მხოლოდ ღვინო და სასულიერო პირისთვის განკუთვნილი ბარათი გადასცა. ასევე, ადვოკატის თქმით, შავშიშვილმა დაადასტურა, რომ გიორგი მამალაძესთან ახლო, მეგობრული ურთიერთობა აკავშირებს.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
მარნეულში ავარიას მოტოციკლის მძღოლი ემსხვერპლა
ხოშტარია: დაწყებულია ტკივილის მართვა, რამაც დიდი შვება მომცა, ბევრად უკეთ ვგრძნობ თავს
პროკურატურამ ფორმულას მიმართ აღძრულ საქმეზე გამოკითხვაზე ოპერატორი მიშო მარტაშვილი დაიბარა
პოეტი ტარიელ ჭანტურია გარდაიცვალა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics