17:23 - 23 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-07-25 11:37:58, 2170 ნახვა

საზოგადოება
დიღმის გასხვისებული ტყე-პარკის ნაწილი ქალაქს უბრუნდება

თბილისის მერიაში გამართულ ბრიფინგზე დავით ნარმანიამ კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ინფორმაცია გააჟღერა. 

კერძოდ, თბილისის მერის განცხადებით, დიღმის გასხვისებული ტყე-პარკის  ნაწილი ქალაქს უბრუნდება, საუბარია 10 000 მ² მიწის ნაკვეთზე.

 თბილისის მერის თქმით, ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში კერძო მესაკუთრესთან რთული მოლაპარაკებები მიმდინარეობდა და საბოლოოდ, საკითხი ქალაქისთვის სასიკეთოდ გადაწყდა. 

„ამით, ფაქტობრივად, მე შევასრულე ჩემი კიდევ ერთი წინასაარჩევნო დაპირება და დავიწყე დიღმის ტყე-პარკის გამოსყიდვის პროცესი, რათა ეს სივრცე დაუბრუნდეს ქალაქს, დაუბრუნდეს თბილისს და თბილისელებს! გამოსყიდულ მიწის ნაკვეთზე უახლოეს პერიოდში საშემოდგომო გამწვანების ღონისძიებები განხორციელდება! აქვე გეტყვით, რომ დასრულების ფაზაშია ტყე-პარკის 16 400 მ2 მიწის ნაკვეთის ადგილმონაცვლეობის საკითხიც,“ - აღნიშნა თბილისის მერმა. 

აღსანიშნავია რომ, გარდა დიღმის ტყე პარკისა, საზოგადოებრივი ინტერესების გათვალისწინებით, თბილისის მერიამ წლების განმავლობაში უკანონოდ გასხვისებული არაერთი ტერიტორია დაუბრუნა ქალაქს საზოგადოებრივი სივრცის სახით, ჯამში - 9 489 კვ.მეტრი მიწის ნაკვეთი, მათ შორის სკვერი ყაზბეგის გამზირზე, ტერიტორია შავი ზღვისა და აწყურის ქუჩების გადაკვეთაზე (განხორციელდა ბენზინგასამართი სადგურის დემონტაჟი და მოეწყო სკვერი), და სხვა. 

(NS) 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ცოტნე ანანიძე: სამწუხაროდ, დანაშაული ხდება ყველგან და მოხდება, ვიდრე კაცობრიობა იარსებებს
ზარქუა ოქრიაშვილზე თავდასხმაზე: ცუდია, რაც მოხდა, მაგრამ არავის გაუტარებს ქართული საზოგადოება
23 ივლისის საღამოდან 24 ივლისის დილამდე საქართველოს უმეტეს ტერიტორიაზე დროგამოშვებით წვიმაა მოსალოდნელი
SJC: ოქრიაშვილზე თავდასხმა ოცნებისა და მისი მედიების მიერ დისკრედიტაციის კამპანიის შედეგია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics