|
2017-07-23 17:19:33, 2520 ნახვა
საზოგადოება
საოკუპაციო ხაზთან სამოქალაქო აქტივისტები პატრულირებას იწყებენ
საოკუპაციო ხაზთან სამოქალაქო აქტივისტები 25 ივლისიდან პატრულირებას იწყებენ. სამოქალაქო აქტივისტებმა კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ყარაფილასთან მცოცავი ოკუპაცია გააპროტესტეს. როგორც ჯომარდობის ფედერაციის პრეზიდენტმა დავით ქაცარავამ აღნიშნა, საოკუპაციო ზოლზე შეკრებები და სამოქალაქო პატრულირება პერმანენტულ ხასიათს მიიღებს. „ეს იქნება ყოველდღიური პატრულირება, რომელიც შეთანხმებული იქნება, ბუნებრივია, ძალოვან სტრუქტურებთან. ჩვენ ამ აქციით და ჩვენი აქტივობით, მხოლოდ და მხოლოდ გვერდით ვუდგავართ ჩვენ მთავრობას. ჩვენი განწყობაა, რომ დავეხმაროთ იმ უდიდეს მისიაში და საქმეში, რასაც საქართველოს გამთლიანება და ოკუპირებული ტერიტორიების დეოკუპაცია ეწოდება“,-აღნიშნა ქაცარავამ. ცნობისთვის, რამდენიმე დღის წინ ოკუპანტებმა სოფელ ყარაფილასთან ხნული გაავლეს.
ცოტნე ანანიძე: სამწუხაროდ, დანაშაული ხდება ყველგან და მოხდება, ვიდრე კაცობრიობა იარსებებს
ზარქუა ოქრიაშვილზე თავდასხმაზე: ცუდია, რაც მოხდა, მაგრამ არავის გაუტარებს ქართული საზოგადოება
23 ივლისის საღამოდან 24 ივლისის დილამდე საქართველოს უმეტეს ტერიტორიაზე დროგამოშვებით წვიმაა მოსალოდნელი
SJC: ოქრიაშვილზე თავდასხმა ოცნებისა და მისი მედიების მიერ დისკრედიტაციის კამპანიის შედეგია
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)