09:14 - 30 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-07-23 16:52:00, 989 ნახვა

სამხედრო
ამხანაგური მატჩი ბეისბოლში საერთაშორისო მისიებში დაშავებულ სამხედროებს მიეძღვნა

დღეს მიხეილ მესხის სახელობის სტადიონის სათადარიგო მოედანზე საქართველოს ბეისბოლის ახალგაზრდულ ნაკრებსა და ამერიკელ საზღვაო ქვეითთა გუნდ „მეომრებს“ შორის ბეისბოლში ამხანაგური მატჩი გაიმართა. 

თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, სპორტული ღონისძიება საერთაშორისო სამშვიდობო მისიებში დაშავებულ მეომრებსა და დაღუპულ სამხედრო მოსამსახურეთა ხსოვნას მიეძღვნა. 

უწყების ცნობით, ამხანაგურ მატჩს საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის მოადგილე, ბრიგადის გენერალი შალვა ჯაბახიძე და სამშვიდობო მისიებში დაშავებული სამხედროები დაესწრნენ. 

სპორტული ღონისძიება საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და საქართველოს ბეისბოლისა და სოფტბოლის ეროვნული ფედერაციის ორგანიზებით ჩატარდა.

ამხანაგური მატჩები ბეისბოლში საქართველოს ეროვნული, ასევე ახალგაზრდული ნაკრებებისა და აშშ-ის საზღვაო ქვეითთა გუნდების მონაწილეობით უკვე მეშვიდე წელია იმართება. 
სპორტული ღონისძიება მიზნად „დაშავებული ქართველი მეომრების პროგრამის“ შესახებ საზოგადოების უკეთ ინფორმირებას ისახავს.

(NS) 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
აზერბაიჯანელმა პოლიტპატიმრებმა ფონ დერ ლაიენს ბაქოში ვიზიტის დროს ადამიანის უფლებების საკითხების წამოჭრისკენ მოუწოდეს
რუსეთის ელიტა ომის ესკალაციისთვის ემზადება უკრაინის მიერ რუსეთის სიღრმეში თავდასხმების შემდეგ - The Washington Post
ცოტნე ივანიშვილი პარლამენტში ცემა-ტყეპაზე - ხელი როგორ მოხვდა, რა ფორმით მოხდა, რა სიძლიერით მოხვდა, ამის ზომვა როგორ უნდა დავიწყოთ?
ოლიგარქის ვაჟს ცოტნე ივანიშვილს ოცნების ახალგაზრდული ორგანიზაცია აბარია და ამბობს რომ პოლიტიკაში ჩართვის ინტერესი არ აქვს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics