|
2017-07-21 18:16:38, 2458 ნახვა
საზოგადოება
პრემიერი: ეროვნული გმირის ორდენზე ფულადი ჯილდოს ოდენობა გაიზრდება
“ეროვნული გმირის ორდენზე ფულადი ჯილდოს ოდენობა გაიზრდება“,-ამის შესახებ პრემიერ მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მტავრობის სხდომის დაწყების წინ განაცხადა. პრემიერის თქმით, ვაჟა ფშაველას პრემიის დაწესებასთან დაკავშირებით მთავრობაში გადაწყვეტილება მიღებულია. „ვაჟა ფშაველას პრემიის დაწესებასთან დაკავშირებით მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ მთავრობის სხდომაზე დასამტკიცებლად გამოვიტანეთ ცვლილებათა პაკეტი სახელმწიფო ჯილდოების შესახებ კანონში, რომლიც ითვალისწინებს ლიტერატურის დარგში, პროზის, პოეზიის და პუბლიცისტიკის ისეთი უმნიშვნელოვანესი ნაწარმოებებისთვის, რომლებიც შეიძენს და მიიღებს ეროვნულ აღიარებას, შესაძლებლობა იყოს რომ წარდგენილი იქნას ვაჟა ფშაველას სახელობის პრემიაზე. ასევე ხდება გაყოფა შოთა რუსთაველის სახელობის პრემიის, ეროვნული პრემიების და ვფიქრობთ, რომ შოთა რუსთაველის პრემია იყოს ლიტერატურის დარგში, ხელოვნების და არქიტექტურის დარგებში, ხოლო მეცნიერებისთვის იყოს კონ კრეტულად ეროვნული პრემია რაც მეცნიერების მიმართულებით კიდევ უფრო წაახალისებს უმაღლესი ჯილდოსთვის ბრძოლას, მუშაობას და ჩვენი მეცნიერების გამნვითარებას“,-აღნიშნა კვირიკაშვილმა.
ზურაბიშვილი: რატომ გახდა ეს ქვეყანა ტრაგედიის, სიკვდილის, უსამართლობის, სიძულვილისა და სისასტიკის ქვეყანა?
კლინიკის ინფორმაციით, ბათუმში, გუშინ დაჭრილი მამაკაცის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა და ის მართვით სუნთქვაზე იმყოფება
სააკაშვილი: ვახო სანაიას დაპატიმრება საზოგადოების დაშინებისა და მედიის წინააღმდეგ დიდი გეგმის ნაწილია
საია: ოქრიაშვილზე თავდასხმა სახელმწიფოს მიერ შექმნილი ძალადობრივი გარემოს შედეგია
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)