|
2017-07-21 11:39:09, 2181 ნახვა
საზოგადოება
სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილეებმა ახალციხის მუნიციპალიტეტში ჯიშთა გამოცდის სადგური დაათვალიერეს
საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილეებმა გიორგი ჩხეიძემ და იური ნოზაძემ, სამცხე-ჯავახეთის გუბერნატორის მოადგილესთან გიორგი მიქელაძესთან და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სხვადასხვა უწყების ხელმძღვანელებთან ერთად ახალქალაქის მუნიციპალიტეტში მდებარე თანამედროვე სტანდარტებით მოწყობილი ჯიშთა გამოცდის სადგური დაათვალიერეს. უწყების პრესსამსახურის ინფორმაციით, აღნიშნული სადგური ერთ-ერთია ჯიშთა გამოცდის იმ 10 ცენტრიდან, რომლებსაც „მარცვლეულის ლოგისტიკური კომპანია” საქართველოს მასშტაბით ფლობს. ახალქალაქში ჯიშთა გამოცდის სადემონსტრაციო ნაკვეთი 144 ჰა ფართობზეა განთავსებული, სადაც ყოველწლიურად სხვადასხვა ჯიშთა გამოცდა და თესლის გამოყვანა/წარმოება ხორციელდება. აღნიშნული ჯიშებით, საქართველოს მასშტაბით, 1 ჰექტარზე, საშუალოდ, შესაძლებელია მინიმუმ 5 ტონა სოიო და 4 ტონა ხორბლის მოყვანა. მარცვლეულის ლოგისტიკურმა კომპანიამ სადემონსტრაციო ნაკვეთებზე ჯიშთა გამოცდა 4 წლის წინ დაიწყო და, დღეის მდგომარეობით, მთელი საქართველოს მასშტაბით, უკვე 3 000 ჰა-ის უზრუნველსაყოფად აქვს გაცემული სათესლე მასალა. აღსანიშნავია, რომ სადემონსტრაციო ნაკვეთის წყლით მომარაგება შპს „საქართველოს მელიორაციის“ მიერ ახალქალაქის რაიონში განხორციელებული მასშტაბური სარეაბილიტაციო სამუშაოების შემდეგ გახდა შესაძლებელი. რეაბილიტაციის ფარგლებში მოხდა ალმალოს სატუმბი სადგურის სრული აღდგენა, შედეგად წყალუზრუნველყოფილი იქნა 1 400 ჰა-მდე სასოფლო-სამეურნეო მიწა. მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ 2018 წლიდან ხორბლის სერტიფიცირება სავალდებულო გახდება. ამავე დროს სერტიფიცირებული სისტემის შემოღება ბაზარს ფალსიფიცირებული პროდუქციისგან დაიცავს. (NS)
ზურაბიშვილი: რატომ გახდა ეს ქვეყანა ტრაგედიის, სიკვდილის, უსამართლობის, სიძულვილისა და სისასტიკის ქვეყანა?
კლინიკის ინფორმაციით, ბათუმში, გუშინ დაჭრილი მამაკაცის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა და ის მართვით სუნთქვაზე იმყოფება
სააკაშვილი: ვახო სანაიას დაპატიმრება საზოგადოების დაშინებისა და მედიის წინააღმდეგ დიდი გეგმის ნაწილია
საია: ოქრიაშვილზე თავდასხმა სახელმწიფოს მიერ შექმნილი ძალადობრივი გარემოს შედეგია
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)