|
2017-07-20 18:49:02, 2360 ნახვა
პოლიტიკა
პრეზიდენტი: იმედი მაქვს, პარლამენტი ჩემს მოტივირებულ შენიშვნებს გაითვალისწინებს
„მე იმედი მაქვს, რომ პარლამენტი ჩემს მოტივირებულ შენიშვნებს გაითვალისწინებს“,-ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა დღეს გამართლ ბრიფინგზე განაცხადა. როგორც მარგველაშვილმა აღნიშნა, მოტივირებული შენიშვნები ეფუძნება ძალიან აქტიურ პოზიციას, რომელიც ამ კანონმდებლობასთან მიმართებაში აქვს როგორც სამოქალაქო საზოგადოებას, ისე პოლიტიკურ პარტიებს. „იმედი მაქვს, რომ პარლამენტი გაითვალისწინებს ჩემს მოტივირებულ შენიშვნებს. მითუმეტეს გამომდინარე იქიდან, რომ მოტივირებული შენიშვნები თავის მხრივ მათ შორის ეფუძნება ძალიან აქტიურ პოზიციას, რომელიც ამ კანონმდებლობასთან მიმართებაში აქვს როგორც სამოქალაქო საზოგადოებას, ასევე პოლიტიკურ პარტიებს. ეს არის აქტიური ნეგატიური პოზიცია, რომელიც დაფიქსირებულ იქნა არაერთი შეხვედრის დროს. დარწმუნებული ვარ მმართველმა პარტიამ ნელ-ნელა კიდევ უფრო აქტიურად უნდა მოუსმინოს და კიდევ უფრო აქტიურად ყური დაუგდოს განსხვავებულ აზრს და თავის კანონშემოქმედებით პროცესში განსხვავებული აზრი ჩართოს როგორც შემადგენელი ნაწილი და ჩართოს თავისი პოლიტიკური გადაწყვეტილებების შემადგენელ ნაწილად“,-განაცხადა პრეზიდენტმა. მისივე თქმით, ვეტოს კიდევ ერთი მიზეზები კანონების დაჩქარებული წესით მიღებაა. „მაშინ როდესაც ყველა ჩვენი საერთაშორისო პარტნიორი ჩვენ მოგვიწოდებდა საარჩევნო წელიწადს არ მომხდარიყო ცვლილებები, რომელიც შეეხებოდა საარჩევნო გარემოს, არადა ორივე კანონი ამ შემთხვევაში საარჩევნო გარემოს ეხება, წლის განმავლობაშიც არ უნდა მიღებულიყო. ამ შემთხვევაში მიღებული არის სამი თვით ადრე არჩევნებამდე. შესაბამისად მე ორივე ამ საკითხთან დაკავშირებულ კანონებს მოტივირებული შენიშვნებით ვუბრუნებ პარლამენტს“, - დასძინა მარგველაშვილმა. ცნობისთვის, პრეზიდენტმა „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსს” და „საარჩევნო კოდექსში“ შესატან ცვლილებებს ვეტო დაადო.
შსს: ხორავას ქუჩაზე 4 პირი დაჭრეს, ერთ-ერთი არასრულწლოვანი კლინიკაში გარდაიცვალა
იუმორისტ ონისე ოქრიაშვილს სახლთან 3 პირი ფიზიკურად გაუსწორდა
თბილისში, ვერაზე სროლა იყო - არსებული ინფორმაციით, დაჭრილია 3 ახალგაზრდა
ოლიგარქის სასამართლომ ევროკავშირისა და დასავლელი დიპლომატებისთვის „საბოტაჟის“ საქმეზე დასწრება აკრძალა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)