20:48 - 08 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-07-20 15:24:15, 2586 ნახვა

სამართალი
მუხთარლის ადვოკატი შსს-ს და სუს-ის მაღალჩინოსნების გათავისუფლებას, დაგვიანებულად მიიჩნევს

„ძალიან დაგვიანებული ნაბიჯია  და ეს  პირველივე დღეებში უნდა მომხდარიყო“,-ასე გამოეხმაურა აზერბაიჯანელი ჟურნალისტის  აფგან მუხთარლის ადვოკატი არჩილ ჩოფიკაშვილი სასაზღვრო პოლიციის და კონტრდაზვერვის დეპარტამენტის ხელმძღვანელების თანამდებობიდან გათავისუფლებას.

ადვოკატის განცხადებით, აღნიშნული გადაწყვეტილება გამოძიებაზე ზემოქმედებას ვერ მოახდენს.

„ეს არის ძალიან დაგვიანებული  ნაბიჯი  და ეს პირველივე დღეებში უნდა მომხდარიყო.

რაც შეეხება გამოძიებაზე ზემოქმედებას აღნიშნული გადაწყვეტილება, ვფიქრობ, რომ ვერ მოახდენს გამოძიებაზე შედეგს. ვინაიდან უკვე ცნობილი სასაზღვრო გამშვებ პუნქტზე ვიდეოსათვალთვალო კამერების ჩამწერი მოწყობილობა იყო დაზიანებული. შესაბამისად ვთვლი, რომ ეს ნაბიჯი რაიმე ეფექტურ გავლენას გამოძიებაზე ვერ მოახდენს.

ჩანაწერები ან არის დაზიანებული და  განადგურებული, ან ჩამწერი მოწყობილობა იყო განადგურებული და  დაზიანებული, ან უბრალოდ გამორთული იყო ეს სათვალთვალო კამერები ზუსტად დანაშაულის დროს“,-განუცხადა „რუსთავი 2“-ს ჩოფიკაშვილმა.

შეგახსენებთ, შს მინისტრმა გიორგი მღებრიშვილმა დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ აფგან მუხთარლის საქმეზე გამოძიების დასრულებამდე, შსს-ს სასაზღვრო პოლიციის უფროსი და სუს-ის კონტრდაზვერვის დეპარტამენტის დირექტორი თანამდებობიდან გატავისუფლდნენ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
პროკურატურამ ფორმულას მიმართ აღძრულ საქმეზე გამოკითხვაზე ოპერატორი მიშო მარტაშვილი დაიბარა
პოეტი ტარიელ ჭანტურია გარდაიცვალა
რუსეთიდან საქართველოში ამანათები 474%-ით გაიზარდა
ჟორჟოლიანი: რეფორმატორთა საბჭო „ნაციონალური მოძრაობისგან“ დამოუკიდებლად იმუშავებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics