|
2017-07-20 12:51:25, 2780 ნახვა
პოლიტიკა
საკონსტიტუციო ცვლილებებზე ოპოზიციისა და მმართველი გუნდის შეხვედრა სავარაუდოდ, მომდევნო კვირაში გაიმართება
ოპოზიციასა და მმართველ გუნდს შორის საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით შეხვედრა სავარაუდოდ, მომდევნო კვირაში შედგება. ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელიამ განაცხადა. როგორც მან აღნიშნა, შეხვედრის ფორმატი და მონაწილეთა რაოდენობა დამოკიდებული იქნება იმაზე, თავად ოპოზიცია რა ფორმატშიო გადაწყვეტს შეხვედრას. „ალბათ, ყველაზე გონივრული იქნება, რომ ყოველგვარი ულტიმატუმის გარეშე იყო შეხვედრის წინაპირობა ისეთი, რომ არ იყოს რაღაც კონკრეტული დათქმა. სასურველია, რა თქმა უნდა, თუ იქნება საკითხთა ის წრე, რომელიც შესაძლებელია იყოს განხილული მესამე მოსმენის ფარგლებში, ამიტომ ჩვენ არ და ვერც ვსაუბრობთ კონკრეტულად ჩვენი მხრიდან რაიმე შეთავაზებაზე. ჯერ ვსაუბრობთ იმაზე, რომ ეს შეხვედრა შედგეს იმისთვის, რომ დავინახოთ, რამდენად შესაძლებელია ამ დარჩენილ ეტაპზე საკითხებთან დაკავშირებით პოზიციების დაახლოება. ჩვენ ვერ შევცვლით ჩანაწერს, მაგალითად, რომელიც ეხება საკუთრების საკითხს, სასოფლო-სამეურნეო მიწასთან დაკავშირებით. ისევე, როგორც ქორწინების დეფინიცია, რომელზეც უკვე ყველა შევთანხმდით და ესეც საერთო სახალხო განხილვის დროს იყო შეთანხმებული“, - განაცხადა ეკა ბესელიამ.
შსს: ხორავას ქუჩაზე 4 პირი დაჭრეს, ერთ-ერთი არასრულწლოვანი კლინიკაში გარდაიცვალა
იუმორისტ ონისე ოქრიაშვილს სახლთან 3 პირი ფიზიკურად გაუსწორდა
თბილისში, ვერაზე სროლა იყო - არსებული ინფორმაციით, დაჭრილია 3 ახალგაზრდა
ოლიგარქის სასამართლომ ევროკავშირისა და დასავლელი დიპლომატებისთვის „საბოტაჟის“ საქმეზე დასწრება აკრძალა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)