|
2015-04-23 09:23:50, 405 ნახვა
პოლიტიკა
საქართველოში ბელარუსის პრეზიდენტის ვიზიტი დაიწყო
საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ბელარუს კოლეგას ალექსანდრე ლუკაშენკოს უმასპინძლებს. ბელარუსის პრეზიდენტს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში საქართველოს ვიცე-პრემიერი, ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრი კახა კალაძე, საგარეო საქმეთა მინისტრი თამარ ბერუჩაშვილი, პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი დავით პატარაია, პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე გიორგი აბაშიშვილი, პრეზიდენტის მრჩეველი თენგიზ ფხალაძე და საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ბელარუსში დავით კორტია დახვდნენ. ბელარუსის პრეზიდენტი ალექსანდრე ლუკაშენკო საქართველოს და სახელმწიფო დელეგაციასა და ათი წლის შვილთან ერთად ეწვია. “დღეს იწყება ბელარუსის პრეზიდნეტის ვიზიტი საქართველოში. ეს არის ძალინ მასშტაბური ვიზიტი. ეს ბელარუსის პრეზიდენტის პირველი ვიზიტიასაქართველოში. ჩვენ ვაფასებთ ბელარუსის თანადგომას საქართველოს მიმართ ტერიტორიული მთლიანობისა და არაღიარების პოლიტიკის თვალსაზრისით. რაც შეეხება უშუალოდ ვიზიტს, ბელორუსის სახელმწიფოსთან ჩვენ ძალიან კარგი ურთიერთობები გვაქვს. ჩვენი ქვეყნების მთავრობებს შორის გაფორმდება მრავალი შეთანხმება, რომლებიც უზრუნველყოფენ საქართველოსა და ბელარუსს შორის ეკონომიკური, კულტურული და პოლიტიკური ურთიერთობების უფრო მაღალ დონეზე აყვანას“-განაცხადა პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსმა დავით პატარაიამ. დღეს, პრეზიდენტის სასახლეში ალექსანდრე ლუკაშენკოს დახვედრის ოფიციალური ცერემონია გაიმართება, რის შემდეგაც ორი ქვეყნის ლიდერიერთმანეთს პირისპირ და გაფართოებულ ფორმატში შეხვდება. პრეზიდენტები მედიისათვის ერთობლივ პრესკონფერენციასაც გამართავენ. ვიზიტის ფარგლებშიალექსანდრე ლუკაშენკო საქართველოს კათოლიკოს პატრიარქს, უწმინდესსა და უნეტარესს ილია მეორეს, საქართველოს პრემიერ-მინისტრს ირაკლიღარიბაშვილსა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარეს არჩილ ხაბაძეს შეხვდება. 24 აპრილს საქართველოსა და ბელარუსისპრეზიდენტები ბათუმს ეწვევიან. ალექსანდრე ლუკაშენკო დელეგაციასთან ერთად საქართველოს 24 აპრილს დატოვებს. ბელარუსის პრეზიდენტი საქართველოში გიორგი მარგველაშვილმაგასულ წელს მოიწვია; სახელმწიფო ვიზიტზე მუშაობა ერთი წლის განმავლობაში მიმდინარეობდა.
რუსეთის მთავრობამ გადაწყვიტა, ბენზინის ფასების ზრდის შესახებ მონაცემები გაასაიდუმლოს
კობახიძემ ივანიშვილის დაფუძნებულ ე.წ ქუთაისის საუნივერსიტეტო ქალაქს ბიუჯეტიდან 106 530 ლარი გამოუყო
ჟურნალისტ როგავამ ეჭვი შეიტანა დაკავებული სპეცრაზმელის თავდასხმაში მონაწილეობაში
ახალი კონფლიქტი: ვარშავამ კიევი ისტორიულ პროვოკაციაში დაადანაშაულა
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
რუსეთმა და უკრაინამ მშვიდობიანი მოქალაქეები გაცვალეს
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)