14:54 - 23 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-07-16 13:29:54, 3054 ნახვა

საზოგადოება
რებეკა ჰარმსი: საქართველოს მთავრობამ ჩაბუქი თურქეთს არ უნდა გადასცეს

ევროპარლამენტარ  რებეკა ჰარმსის განცხადებით, საქართველოს ხელისუფლებამ დემირელის კოლეჯის ხარისხის მართვის მენეჯერი მუსტაფა ემრე ჩაბუქი თურქეთს არ უნდა გადასცეს.

როგორც ევროპარლამენტარმა აღნიშნა, თურქეთში ჩაბუქი გამჭვირვალე გამოძიებას არ უნდა ელოდოს.

„ჩვენ გვაქვს კანონის უზენაესობისა  და ადამიანის უფლებების პრობლემები თურქეთის მოქალაქეებთან მიმართებაში, არა მხოლოდ თურქეთში, არამედ ამ ქვეყნის ფარგლებს გარეთაც.  მე ვფიქრობ, რომ საქართველოს მთავრობამ არ უნდა დააბრუნოს ის თურქეთში, იმიტომ, რომ იგი გამჭვირვალე გამოძიებას ან  კანონის უზენაესობაზე დამყარებულ პროცედურებს იქ არ უნდა ელოდოს“,-აღნიშნა ჰარმსმა.

ევროპარლამენტარი გლდანის ციხეში ჩაბუქის სანახავად იმყოფებოდა. 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ევროკავშირის 21-ე სანქციების პაკეტი რუსეთის წინააღმდეგ ძალაში შევიდა
კობახიძე ვახო სანაიას პარტიულ აქტივისტს უწოდებს და პოლიტიკურ დაკვეთაზე საუბრობს
სავალდებულო სატენდერო შეთავაზება
კაცი, რომელმაც გუშინ ვერაზე 4 ადამიანი დაჭრა, ალადაშვილის კლინიკაშია მოთავსებული
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics