|
2017-07-15 17:33:46, 2797 ნახვა
საზოგადოება
თავდაცვის მინისტრი ვლაქერნობის დღესასწაულს დაესწრო
საქართველოს თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია ზუგდიდში ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის პატიოსანი სამოსლის დადების - ვლაქერნობის დღესასწაულს დაესწრო. მინისტრთან ერთად ზუგდიდში ივერიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატის სახელობის საკათედრო ტაძარში საქართველოს ეკონომიკის მინისტრი გიორგი გახარია და თავდაცვის მინისტრის მოადგილე გიორგი ბუთხუზი იმყოფებოდნენ. თავდაცვის მინისტრს ტაძარში საჩუქრად ხატები გადასცეს. 15 ივლისს მართლმადიდებელი ეკლესია „დადებას პატიოსნისა სამოსლისა ყოვლადწმიდისა დედოფლისა ჩვენისა ღვთისმშობელისას ვლაქერნას“ ზეიმობს. 1990 წელს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის, ილია II-ის ლოცვა-კურთხევით ზუგდიდის ვლაქერნის ღვთისმშობლის სახელობის საკათედრო ტაძარში მსახურება განახლდა. ყოველი წლის 15 ივლისს, ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის კვართის შემოსვის მსოფლიო დღეს, ზუგდიდის ვლაქერნის ღვთისმშობლის სახელობის საკათედრო ტაძარში ტარდება წირვა-ლოცვა, ხდება კვართის გადმობრძანება დადიანების სასახლეთა ისტორიულ–არქიტექტურული მუზეუმიდან. დღესასწაულზე კვართზე სამთხვევად ჩამოდის მთელი მსოფლიოს მართლმადიდებელი მრევლი.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)