19:39 - 08 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-07-15 17:18:23, 3179 ნახვა

სამართალი
ე.წ. მესაზღვრეებმა გორის რაიონიდან საქართველოს ორი მოქალაქე გაიტაცეს

რუსმა ოკუპანტებმა გორის რაიონის სოფელ წითელუბნის მიმდებარე ტერიტორიიდან საქართველოს ორი მოქალაქე გაიტაცეს.

ვასილ ბოლოთაევი და თენგიზ კაჯილოვი ე.წ. საზღვრის უკანონო კვეთის ბრალდებით მაშინ დააკავეს, როდესაც ისინი სოფლის მიმდებარე საძოვრებზე პირუტყვს მწყემსავდნენ.

არსებული ინფორმაციით, დაკავებულები ცხინვალის დროებითი დაკავების იზოლატორში არიან გადაყვანილი.

როგორც „ექსპრესნიუსს“ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში განუცხადეს, მომხდარის შესახებ ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიას უკვე აცნობეს.

„ე.წ საზღვრის უკანონო კვეთის ბრალდებით ორი ადამიანია დაკავებული. ამოქმედებულია ცხელი ხაზი. ასევე, საქმის კურსშია ევროკავშირის მონიტორინგის მისია. სუს-ი მუშაობს ამ ადამიანების გასათავისუფლებლად“, - აცხადებენ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ჟორჟოლიანი: რეფორმატორთა საბჭო „ნაციონალური მოძრაობისგან“ დამოუკიდებლად იმუშავებს
ანკარის სამიტის შემდეგ NATO-ს წევრმა სახელმწიფოებმა დეკლარაცია მიიღეს
აშშ-ის პრეზიდენტმა ანკარაში ზელენსკისთან შეხვედრაზე განაცხადა, რომ პუტინთან საუბარს აპირებს
ქეთევან თოიძემ Tashkent International Investment Forum-ზე გალტ & თაგარტის გამოცდილება გააზიარა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics