08:27 - 04 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-07-14 16:06:17, 2649 ნახვა

სამართალი კომენტარი
ადვოკატის თქმით, შორენა თეთრუაშვილმა ვერ დაადასტურა, უნდოდა თუ არა დეკანოზს მისი მოკვლა

ე.წ. ციანიდის საქმის ბრალდებულის ადვოკატის გიორგი ფანცულაიას განცხადებით, პატრიარქის მდივან-რეფერენტმა შორენა თეთრუაშვილმა ვერ დაადასტურა, უნდოდა თუ არა გიორგი მამალაძეს მისი მოკვლა.

როგორც ადვოკატმა ჟურნალისტებს განუცხადა, მათ მოწმეს კონკრეტული კითხვები დაუსვეს.

"თვით შორენა თეთრუაშვილმაც ვერანაირად ვერ დაადასტურა ის ფაქტი, რომ მის მკვლელობას აპირებდა გიორგი მამალაძე. მას პირდაპირი და მკაფიო კითხვა დავუსვით - ჰქონდა თუ არა რაიმე ანგარების მოტივი გიორგი მამალაძეს, რომ თქვენი მკვლელობა მოემზადებინა. მან თქვა, რომ „არანაირი ანგარების მოტივი მე მისთვის არ მიმიცია“. დავუსვით შემდეგი შეკითხვა, - თქვენ როგორ ფიქრობთ ამზადებდა თუ არა გიორგი მამალაძე თქვენს მკვლელობას, მან თქვა რომ არ ვიციო. სიტყვა სიტყვით ვამბობ", - განაცხადა ფანცულაიამ.

ცნობისთვის, დღეს მოწმის სახით თბილისის საქალაქო სასამართლოში პატრიარქის მდივან-რეფერენტი შორენა თეთრუაშვილი დაიკითხა. მისი დაკითხვა დაახლოებით 3 საათის განმავლობაში მიმდინარეობდა. თეთრუაშვილმა სასამართლოს მიმდებარე ტერიტორია უკომენტაროდ დატოვა. ამასთან, მოწმის სახით იკითხება მეუფე იაკობიც. ის სასამართლოში ცოტა ხნის წინ მივიდა. მეუფე იაკობმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ "მხოლოდ სიმართლის თქმას აპირებს“.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
სტამბოლში სტენდაფ კომიკოსი ერდოღანზე ხუმრობის გამო დააკავეს
რუსეთის ბენზინგასამართ სადგურებზე რიგები ახლა კოსმოსიდანაც ჩანს
ნავთობგადამამუშავებელი ქარხნების დაბომბვებმა ნავთობისა და გაზის ბიუჯეტის შემოსავლები ტრილიონი რუბლით შეამცირა
ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის „საპრეზიდენტო“ არჩევნების ე.წ. ვადამდელი თარიღად 18 სექტემბერი დადგინდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics