|
2017-07-13 15:33:20, 2104 ნახვა
საზოგადოება
სასჯელაღსრულების სამინისტრომ მსჯავრდებულისთვის აკრძალული საგნის გადაცემის ფაქტი გამოავლინა
სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს საგამოძიებო დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, პენიტენციურ დაწესებულებაში სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით მსჯავრდებულისთვის აკრძალული საგნის - ფსიქოტროპული ნივთიერების გადაცემის ფაქტი გამოვლინდა. როგორც უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, ფაქტზე საქართველოს სსკ-ის 3781-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით და ამავე მუხლის მე-3 ნაწილით ბრალდება წარედგინა N18-ე პენიტენციური დაწესებულების სამედიცინო ნაწილის ექიმ-თერაპევტ ე.კ.,-ს. პენიტენციურ დაწესებულებაში აკრძალული საგნის - ფსიქოტროპული ნივთიერების შეძენა, შენახვა და მოხმარების ფაქტზე კი, ბრალდება წარედგინა ამავე დაწესებულებაში მოთავსებულ, წარსულში არაერთხელ ნასამართლევ მსჯავრდებულ დ.ს.-ს - დანაშაულისათვის გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 3782-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით. „გამოძიებით დადგინდა, რომ სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს სამედიცინო დეპარტამენტის №18-ე მსჯავრდებულთა და ბრალდებულთა სამკურნალო დაწესებულების სამედიცინო ნაწილის ექიმ-თერაპევტმა ე.ხ.-მ, ამავე დაწესებულების თერაპიის განყოფილებაში მოთავსებულ მსჯავრებულ დ.ს.-სთვის გადასაცემად, დაწესებულების ტერიტორიაზე ფარულად შეიტანა აკრძალული საგანი - ფსიქოტროპული ნივთიერება „დიაზეპამი“, რომლის ნაწილიც სხვადასხვა დროს, მორიგეობისას, ფარულად გადასცა დ.ს.-ს. დარჩენილი ნაწილი კი, თავის სამუშაო ოთახში შეინახა. დასახელებული ფსიქოტროპული ნივთიერების ნაწილი ამოღებულია მსჯავრდებულ დ.ს.-ს საკნის ჩხრეკისას, ხოლო დარჩენილი ნაწილი ექიმ-თერაპევტ ე.ხ.-ს სამუშაო ოთახის ჩხრეკისას“,-ნათქვამია სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში. საქმეზე გამოძიებას სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს საგამოძიებო დეპარტამენტი, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 3781-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით და მე-3 ნაწილით და ამავე კოდექსის, 3782-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით აწარმოებს. (NS)
ზატულინის აზრით, ჭიღლაძის დაუსჯელობა რუსების საქართველოში მოგზაურობის სურვილზე იმოქმედებს
2026 წლის მეორე კვარტალში თბილისში საცხოვრებელი უძრავი ქონების ფასები გაიზარდა
ამ დროისთვის ორივენი არიან სტაბილურად - ექიმი ვერაზე დაჭრილ ახალგაზრდებზე
შსს-მ ონისე ოქრიაშვილზე თავდამსხმელთაგან მხოლოდ ერთი პირი დააკავა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)