|
2017-07-13 11:02:28, 2933 ნახვა
პოლიტიკა საზოგადოება კომენტარი
მარგველაშვილი: კედლები, რომელიც აგებულია სხვისი ჩაგვრის საფუძველზე, ისე დაინგრევა, როგორც ევროპაში
პრეზიდენის გიორგი მარგველაშვილის შეფასებით, საქართველოსთვის ყველაზე დიდი პრობლემა მცოცავი ოკუპაციაა, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა ბათუმში, რიგით მე-14 საერთაშორისო კონფერენციის "საქართველოს ევროპული გზა - რეგიონული სტაბილურობის უზრუნველყოფა" გახსნაზე განაცხადა. პრეზიდენტის თქმით, საქართველო ამ პრობლემატიკის მიმართაც უარღესი პასუხისმგებლობით და მოთმინების უნარით გამოირჩევა. "გრძელდება მცოცავი ოკუპაცია. როდესაც კომენტარები მცოცავ ოკუპაციაში არის აღვსილი ცინიზმით, ეს დაძაბულობის შემტანია რეგიონში. საქართველო ამ პრობლემატიკის მიმართაც გამოირჩევა უარღესი პასუხისმგებლობით და მოთმინების უნარით. ჩვენი დამოკიდებულება იმ ისტორიულ უსამართლობაზე, რომელიც რამდენიმე კილომეტრში ხდება, ოკუპაციის სახით, გვაქვს ევროპულ გამოცდილებაზე დამყარებული დამოკიდებულება. ჩვენ ვამბობთ, რომ უსამართლობის კედლები, რომელიც აგებულია უსამართლობის და სხვისი ჩაგვრის საფუძველზე ისე დაინგრევა, როგორც დაინგრა ეს კედლები ევროპაში, მოთმინების, საკუთარი შესაძლებლობის მაქსიმალური რეალიზაციის და მშვიდობიანი პროცესის შედეგად", - აღნიშნა გიორგი მარგველაშვილმა. მან საქართველოს მეგობარი ქვეყნების წარმომადგენლებს მოუწოდა, როდესაც საქმე ეხება საქართველოს ინტერესების და ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის ხელყოფას უარღესად პრინციპულები იყვნენ. "არც ერთი ნაბიჯი, არც ერთი მეტრი იმ მიწის, რომელსაც სრულიად უკანონოდ უკეთებს ოკუპაციას რუსეთის ფედერაცია, არც ერთი შემთხვევა ახალი ბარიერების გავლებისა, არ უნდა დარჩეს ყურადღების მიღმა, არამარტო ჩვენი მოქალაქეების, არამედ თქვენ მიერაც, ჩვენი კოლეგებო და მეგობრებო. ასეთი უსამართლობა არ მთავდრება ხოლმე იქ, სადაც ის მთავრდება. ყოველთვის ასე უსამართლოდ გავლებულ საზღვრებს და კედელებს მოჰყვება თავისი ექო სხვა შემთხვევბში, ამიტომ ყოველთვის ჩვენ მზად ვართ, ვიყოთ პრინციპული და მოველით თქვენგანაც ნათელ და მკაფიო შეფასებას, რომელსაც ახორციელებს რუსეთის ფედერაცია. საქართველო არავის პრივილეგირებული ინტერესის სფერო არ არის, საქართველო არის ქვეყანა, რომელიც თავის იდენტობას საუკუნეების განმავლობაში ახორციელებდა და მომავალ საუკუნეებშიც განახორციელებს", - განაცხადა გიორგი მარგევლაშვილმა.
სტამბოლში სტენდაფ კომიკოსი ერდოღანზე ხუმრობის გამო დააკავეს
რუსეთის ბენზინგასამართ სადგურებზე რიგები ახლა კოსმოსიდანაც ჩანს
ნავთობგადამამუშავებელი ქარხნების დაბომბვებმა ნავთობისა და გაზის ბიუჯეტის შემოსავლები ტრილიონი რუბლით შეამცირა
ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის „საპრეზიდენტო“ არჩევნების ე.წ. ვადამდელი თარიღად 18 სექტემბერი დადგინდა
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
კიევზე რუსული ავიაციის მიერ განხორციელებული იერიშის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 30-მდე გაიზარდა, დაიჭრა 90
კიევზე რუსული საჰაერო დარტყმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 13-მდე გაიზარდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)