|
2017-07-13 10:56:51, 2638 ნახვა
პოლიტიკა საზოგადოება
პრეზიდენტი: საქართველო ევროპულ პროცესში შედის როგორც გლობალური უსაფრთხოების პასუხისმგებლიანი მოთამაშე
პრეზიდენტის გიორგი მარგველაშვილის განცხადებით, საქართველო ევროპულ პროცესში შედის როგორც გლობალური უსაფრთხოების ერთ-ერთი ყველაზე პასუხისმგებლიანი მოთამაშე, - ამის შესახებ პრეზიდენტმა ბათუმში, რიგით მე-14 საერთაშორისო კონფერენციის "საქართველოს ევროპული გზა - რეგიონული სტაბილურობის უზრუნველყოფა" გახსნაზე განაცხადა. როგორც პრეზიდენტმა განმარტა, წლების განმავლობაში ქართველი მამაკაცები და ქალბატონები უნიფორმაში ემსახურებოდნენ გლობალურ უსაფრთხოებას და თავისი სიცოცხლის ფასად თავისი წვლილი შეჰქონდათ გლობალური, მათ შორის ევროპის უსაფრთხოების პროცესში. „უკვე მეთოთხმეტეჯერ ტარდება მშვენიერ ბათუმში ეს კონფერენცია, კონფერენცია, რომელიც ხაზს უსვამს ქართველი ერის ისტორიულ არჩევანს და აღნიშნავს ხოლმე იმ ეტაპებს, იმ ნაბიჯებს, რომელსაც ყოველი ჩვენთაგანი,სახელმწიფო, საზოგადოება გავდივართ ხოლმე ამ წლის განმავლობაში. ჩვენ შეგვიძლია კმაყოფილებით ვთქვათ, რომ ამ გზაზე ქართული სახელმწიფო და ქართული საზოგადოება ნამდვილად წარმატებულად ვითარდება. საქართველო ევროპულ პროცესში შედის როგორც გლობალური უსაფრთხოების ერთ-ერთი ყველაზე პასუხისმგებლიანი მოთამაშე, რადგან წლების განმავლობაში ჩვენი მამაკაცები და ქალბატონები უნიფორმაში ემსახურეებოდნენ გლობალურ უსაფრთხოებას და თავისი სიცოცხლის ფასად თავისი წვლილი შეჰქონდათ გლობალური, მათ შორის ევროპის უსაფრთხოების პროცესში, ასე რომ არა მხოლოდ ჩვენ შევდივართ ევროპულ პროცესში როგორც დაინტერესებული მხარე ვიყოთ მომხმარებელი ევროპული სიკეთის,არამედ როგორც მხარე, რომელსაც გააჩნია თავისი კონტრიბუციის და თავისი თანამონაწილეობის ამბიცია“, - განაცხადა პრეზიდენტმა.
შსს: ხორავას ქუჩაზე 4 პირი დაჭრეს, ერთ-ერთი არასრულწლოვანი კლინიკაში გარდაიცვალა
იუმორისტ ონისე ოქრიაშვილს სახლთან 3 პირი ფიზიკურად გაუსწორდა
თბილისში, ვერაზე სროლა იყო - არსებული ინფორმაციით, დაჭრილია 3 ახალგაზრდა
ოლიგარქის სასამართლომ ევროკავშირისა და დასავლელი დიპლომატებისთვის „საბოტაჟის“ საქმეზე დასწრება აკრძალა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)