|
2017-07-12 18:06:53, 2412 ნახვა
ეკონომიკა საზოგადოება
DCFTA-ს ფარგლებში შუახევში მეწარმეებთან გამართულ შეხვედრას გენადი არველაძე დაესწრო
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ორგანიზებითა და ევროპული პროექტის „ასოცირების ხელშეკრულების განხორციელების ხელშეწყობა“ მხარდაჭერით, 12 ივლისს შუახევში ევროკავშირთან ასოცირების საკითხებზე მორიგი სამუშაო შეხვედრა გაიმართა. შეხვედრა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გენადი არველაძემ გახსნა. მასში ასევე მონაწილეობდნენ ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები: ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრი ვიქტორ დოლიძე, საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე ნოდარ კერესელიძე, საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის გენერალური დირექტორის მოადგილე ნინო ჩიქოვანი და ასოცირების შეთანხმების განხორციელების მხარდამჭერი პროექტის ხელმძღვანელი იოლანტა ტაჩინსკა, აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე, აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრი ლაშა კომახიძე და შუახევის, ხულოს და ქედის მუნიციპალიტეტების ხელმძღვანელი პირები. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გენადი არველაძემ ისაუბრა DCFTA-ს მნიშვნელობაზე ქართული წარმოების განვითარების კუთხით. როგორც მან აღნიშნა „საქართველოს მთავრობა და კერძოდ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო განაგრძობს რეგიონულ ტურნეს, რომლის მიზანია DCFTA-ს ვალდებულებების შესახებ კერძო სექტორის ინფორმირება. ამასთან, კერძო სექტორისგანაც ვისმენთ იმ გამოწვევების შესახებ, რომელებიც დღეს არსებობს ევროკავშირის ბაზარზე შესვლასთან დაკავშირებით. ევროკავშირის წევრი ქვეყნების ბაზარზე პროდუქციის გასატანად, საჭიროა მათმა წარმოებულმა პროდუქციამ დააკმაყოფილოს მოთხოვნილი სტანდარტები. ჩვენ, ამ პროცესში ჩართული სამთავრობო სტრუქტურები სხვადასხვა პროგრამების საშუალებით დონორ ორგანიზაციებთან ერთად, ყველაფერს გავაკეთებთ, რომ მათ გაზარდონ თავიანთი წარმოებები. რაც მთავარია, საქართველოში წარმოებული პროდუქცია უნდა იყოს მაღალი ევროპული სტანდარტის,- სწორედ ამ კუთხით გავდივართ კონსულტაციებს კერძო სექტორთან, ვეხმარებით მათ წინაშე არსებული პრობლემების მოგვარებაში და ევროპული სტანდარტების დაკმაყოფილებაში,“ . შეხვედრაზე მრგვალი მაგიდის ფორმატში DCFTA-ით გათვალისწინებული ვალდებულებების იმპლემენტაციის საკითხები განიხილეს. ასევე ისაუბრეს DCFTA-ს ფარგლებში განხორციელებულ და დაგეგმილ რეფორმებზე, სხვადასხვა სახელმწიფო-საგრანტო პროგრამების, DCFTA-ს გამოწვევებისა და პერსპექტივების, DCFTA-ს სანიტარიული და ფიტოსანიტარიული (SPS) მოთხოვნებისა და სხვა საკითხების შესახებ. შეხვედრის მონაწილეებმა განიხილეს ის გამოწვევები, რომლებიც ხელს უშლის ადგილობრივი წარმოების განვითარებას. (NS)
ტრამპმა პუტინთან და შემდეგ ზელენსკისთან „გუშინ“ ახალი საუბრის შესახებ განაცხადა
მსახიობი სერგეი ბეზრუკოვი ოკუპირებულ აფხაზეთში იმყოფება
გახარია: სანამ ოცნება იტყუება, ჩვენ ვიცავთ საქართველოს ინტერესებს ეუთოს საპარლამენტო ასამბლეაში
„ფაშისტურ-ნაცისტურ“ დაჯგუფებაში მყოფს მოზარდს წამებისთვის თითქმის 10 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანკარაში განაცხადა, რომ კიევი მზადაა რუსეთთან „უპირობო ცეცხლის შეწყვეტისთვის“
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)