|
2017-07-12 12:27:05, 2458 ნახვა
პოლიტიკა
უკრაინის ელჩი: რუსეთი აძლიერებს სამხედრო ძალის არსებობას საქართველოს ტერიტორიებზე, რაც საგანგაშო სიგნალია
საქართველოში უკრაინის ელჩის იგორ დოლგოვის შეფასებით, რუსეთი კიდევ უფრო აძლიერებს საკუთარი სამხედრო ძალის არსებობას საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე, რაც საგანგაშო სიგნალია. როგორც დოლგოვმა ჟურნალისტებს განუცხადა, ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ ვითარებაზე და რუსეთის ქმედებებზე საუბარი უკრაინის პრეზიდენტ პეტრო პოროშენკოს საქართველოში ვიზიტის დროსაც იქნება. მისივე თქმით, რაც საოკუპაციო ზოლთან ხდება, ეს ადამიანის უფლებების უპრეცედენტო დარღვევაა. „სამწუხაროდ, ყოველდღე უფრო და უფრო გასაგები ხდება, რომ რუსეთის აგრესიული ქმედებები მიმართულია ქართველი ხალხის წინააღმდეგ, მშვიდობის თუ ნებისმიერი რომელიმე შეთანხმების წინააღმდეგ. ჩვენ, სამწუხაროდ, უკრაინაშიც ვიცით მოსკოვის დაპირებების ფასი, რომლის ნდობაც არ შეიძლება. რაც საოკუპაციო ზოლთან ხდება, ეს ადამიანის უფლებების უპრეცედენტო დარღვევაა. ეს პრობლემები ჩვენთან ახლოა და ამიტომ ამ თემაზე საუბარი იქნება პრეზიდენტ პოროშენკოს საქართველოში ვიზიტის დროს. დღევანდელ შეხვედრაზე ჩვენ ვისაუბრეთ ფაქტებზე, რომლებიც ადასტურებს, რომ ყოველდღიურად ხდება მცოცავი ოკუპაცია. უფრო და უფრო საშიში და საგანგაშო ხდება ე.წ. ბორდერიზაცია და მშვიდობის ნაცვლად, რუსეთი კიდევ უფრო აძლიერებს საკუთარი სამხედრო ძალის არსებობას ოკუპირებულ ტერიტორიებზე, რაც საგანგაშო სიგნალია“, - აღნიშნა იგორ დოლგოვმა. ცნობისთვის, საგარეო საქმეთა სამინისტროში მინისტრის მოადგილე დავით დონდუა დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს შეხვდა. შეხვედრის მთავარი თემა ოკუპირებულ რეგიონებში შექმნილი ვითარებაა. ამასთან, შეხვედრაზე საუბარი მავთულხლართებსა და ხელოვნური ბარიერების გავლების საკითხს შეეხო.
შსს: ხორავას ქუჩაზე 4 პირი დაჭრეს, ერთ-ერთი არასრულწლოვანი კლინიკაში გარდაიცვალა
იუმორისტ ონისე ოქრიაშვილს სახლთან 3 პირი ფიზიკურად გაუსწორდა
თბილისში, ვერაზე სროლა იყო - არსებული ინფორმაციით, დაჭრილია 3 ახალგაზრდა
ოლიგარქის სასამართლომ ევროკავშირისა და დასავლელი დიპლომატებისთვის „საბოტაჟის“ საქმეზე დასწრება აკრძალა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)