|
2017-07-09 19:14:51, 2604 ნახვა
პოლიტიკა
პრემიერი: ოპოზიციის დიდი ნაწილი არ არის კონსტრუქციულად განწყობილი იმისკენ, რომ ფართო კონსენსუსს მივაღწიოთ
„სამწუხაროდ, ოპოზიციის დიდი ნაწილი კონსტრუქციულად არ არის განწყობილი იმისკენ, რომ უფრო ფართო კონსენსუსს მივაღწიოთ“, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა. პრემიერის თქმით, მმართველი გუნდი მზად არის ოპოზიციურ პარტიებთან მოლაპარაკებებში ჩაერთოს. "დღეს საკითხი ორი მოსმენით დასრულებულია. მზად ვართ, კიდევ გადავდგათ ნაბიჯები იმისათვის, რომ ვიპოვოთ საკითხები, რომელიც გარკვეულწილად შეარბილებს ამ ფონს და რაღაც დონის კომპრომისი იქნება ჩვენი მხრიდან. ამისთვის, ჩვენ მზად ვართ, ჩავერთოთ ოპოზიციურ პარტიებთან მოლაპარაკებებში. ხაზს ვუსვამ, ოპოზიციური პარტიების ნებისმიერ წარმომადგენელს აქვს საშუალება, ამ დიალოგში ჩაერთოს", - განაცხადა კვირიკაშვილმა.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)