|
2017-07-09 17:21:43, 2493 ნახვა
პოლიტიკა
“ევროპულმა საქართველომ“ ქალთა ორგანიზაცია ჩამოაყალიბა
დღეს, ევროპული საქართველოს ქალთა ორგანიზაციის დამფუძნებელი ყრილობა გაიმართა. როგორც პარტიაში აცხადებენ, ორგანიზაციის ჩამოყალიბება მიზნად ისახავს ქალთა როლის გაძლიერებას ქართულ პოლიტიკაში. შეხვედრაზე მოახლოებული თვითმმართველობის არჩევნები განიხილეს და მასში ქალების მონაწილეობის მნიშვნელობაზე ისაუბრეს. დელეგატებმა ქალთა ორგანიზაციის საბჭოს თავმჯდომარედ ხათუნა გოგორიშვილი აირჩიეს. ასევე შეირჩა საბჭოს 15 წევრი და დამტკიცდა ორგანიზაციის დებულება. შეხვედრას ევროპული საქართველოს პარტიის თავმჯდომარე დავით ბაქრაძე, პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე გიგა ბოკერია და თბილისის მერობის კანდიდატი ელენე ხოშტარია დაესწრნენ. მათ შეკრებილებს სიტყვით მიმართეს და ქართულ პოლიტიკაში ქალთა როლის გაძლიერების მნიშვნელობაზე ისაუბრეს. დღესვე დასახელდა ზუგდიდი მერობის კანდიდატი. ევროპული საქართველოს სახელით ზუგდიდი მერობისთვის ლელა ქებურია იბრძოლებს.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)