|
2017-07-09 15:36:12, 2330 ნახვა
საზოგადოება
დღეს, დილის სათებში კახეთის რამდენიმე რაიონში ძლიერი სეტყვასშიში პროცესები განეიტრალდა
სსსტც „დელტას“ სეტყვის საწინააღმდეგო სისტემამ 9 ივლისის დილის საათებში კახეთის ექვს რაიონში სამხრეთ-დასავლეთიდან შემოსული 544 კმ2 საერთო ფართობის ფრონტალური ტიპის სეტყვასაშიში ღრუბლის მასები გაანეიტრალა, რისთვისაც შეზღუდვების პირობებში 80-ზე მეტი რაკეტა გაისროლეს. რეგიონში ღრუბლის მასებმა შემოსვლა სამხრეთ-დასავლეთი მიმართულებიდან 9 ივლისის ღამის საათებში დაიწყო და ეტაპობრივად მოიცვა საგარეჯოს, ახმეტის, გურჯაანის, თელავის, ლაგოდეხის, და ყვარლის რაიონები. კრიტიკულ ეტაპზე სეტყვის მოსვლის ალბათობამ 100 % შეადგინა, მოსალოდნელი მარცვლების ზომა 30 მმ იყო. 9 ივლისის დილის 04:40 სთ-დან 08:27 სთ-მდე ღრუბლები 80-ზე მეტი რაკეტით დამუშავდა. დამუშავების შედეგად აღნიშნულ რაიონებში ნალექის უდიდესი ნაწილი ინტენსიური წვიმის სახით ჩამოიცალა, ნალექის უმცირესი ნაწილი კი სეტყვის სახით სოფლების აფენის, ცოდნისკარის, გავაზის, შაშიანის და ველისციხის ტერიტორიაზე სროლებისთვის შეზღუდულ ზონაში საკარმიდამო ტერიტორიაზე ჩამოიცალა. (NS)
ამ დროისთვის ორივენი არიან სტაბილურად - ექიმი ვერაზე დაჭრილ ახალგაზრდებზე
შსს-მ ონისე ოქრიაშვილზე თავდამსხმელთაგან მხოლოდ ერთი პირი დააკავა
ვერაზე მოკლული 17 წლის ნიკოლოზ ღუნაშვილია, მან ეროვნული გამოცდები წარმატებით ჩააბარა
ვერაზე სროლის დეტალები - თავდაპირველად შელაპარაკება დაკავებულ ნიკა კაპანაძის დედასა და დაჭრილებს შორის მოხდა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)