|
2017-07-07 21:19:12, 2752 ნახვა
პოლიტიკა
ზალკალიანი: ველოდებით, რომ მცოცავ ოკუპაციას ადეკვატური რეაგირება მოჰყვება გაეროს და ევროკავშირის მხრიდან
„ამ უკანონო ქმედებების შესახებ გაერო-ს უშიშროების საბჭო და გენერალური ასამბლეა ინფორმირებული არიან და ველით, რომ ამას შესაბამისი ადეკვატური რეაგირება მოჰყვება არა მხოლოდ გაეროს, არამედ ევროკავშირის მხრიდან“,-ასე გამოეხმაურა საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე დავით ზალკალიანი გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ბერშუეთის მიმართულებით მცოცავ ოკუპაციას. ზალკალიანის თქმით, 2008 წლის ოკუპაციის შედეგია და ეს საკითხი საქართველოს დღის წესრიგის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია. „რაც მთავარია, ბოლო ექვსი თვის განმავლობაში, გაეროს უშიშროების საბჭოზე ეს საკითხი სამჯერ იყო განხილული. ეს საკითხი ჩვენი ყოველდღიური საზრუნავის მთავარი პრიორიტეტია და მომავალშიც ძალიან აქტიურად გავაგრძელებთ საქმიანობას იმისთვის, რომ საერთაშორისო თანამეგობრობამ ეს უკანონო ქმედებები ადეკვატურად უნდა შეაფასოს. ბოლო პერიოდში, ამის შესახებ გაერო-ს უშიშროების საბჭოსა და გენერალურ ასაბლეას არა მხოლოდ ვაუწყეთ, არამედ გაერო-ს უშიშროების საბჭოს დებატებში მონაწილეობა უშუალოდ საგარეო საქმეთა მინისტრმაც მიიღო“,-განაცხადა ზალკალიანმა.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)