19:51 - 28 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-04-22 11:11:48, 948 ნახვა

ეკონომიკა
"დინამო არენას" რეაბილიტაციისთვის დამატებით 6 მილიონი ლარი გამოიყოფა

ბორის პაიჭაძის სახელობის "დინამო არენას" რეაბილიტაციისთვის დამატებით 6 მილიონი ლარი გამოყოფა. 

ამის შესახებ დადგენილება დედაქალაქის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე მიიღეს. 

დადგენილების თანახმად, რეაბილიტაციისთვის გამოყოფილი დამატებითი თანხით განხორციელდება დინამოს არენას სკამების დემონტაჟი და ახლით ჩანაცვლება. 

ასევე ჰიდროიზოლაცია და შეღებვა, რისთვისაც 4  339 143, 41 ლარია გამოყოფილი. 

ამასთან დაგეგმილია გადახურვის კონსოლურ ელემენტებს შორის ნალესის მოხსნა, კონსოლის ქვედა სიბრტყის შეღებვა. პირველი და მეორე იარუსის კიბის შუბლების მონიშვნა, რაზეც 237 778 ლარი დაიხარჯება. 

გარდა ამისა, 4 ტემპერატურული ნაკერის ქვეშ მდებარე ე.წ. სქაიბოქსების გადახურვის ნაწილობრივი ჰიდროიზლოლაცია განხორციელდება,  რისთვისაც  41762,92 ლარია გამოყოფილია. დაგეგმილია ასევე  უეფას ოფისების კეთილმოწყობა, რაზეც 100 000 ლარი დაიხარჯება. განხორციელდება გამაგრებითი სამუშაოების მესამე ეტაპი, რისთვისაც 704 304 ლარია გამოყოფილი. გასახდელების განყოფილებასა და VIP ლოჟაში უზრუნველყოფილი იქნება ასევე ელექტროგაყვანილობა, გათბობა–გაგრილება, ვენტილიაცია და სახანძრო სიგნალიზაცია, რაზეც 577 011 ლარი დაიხარჯება.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ახალი პოლიტიკური პარტია ჯერ საქართველო დაფუძნდა
ტრამპი ირანს „განადგურებით“ დაემუქრა, თუ თეირანი დარტყმებს არ შეწყვეტს
რუსთავის ქალთა ციხესთან, აქტივისტის ნანა სანდერის მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს
პატრიოტი დანიელი მხარს უჭერს ბულგარეთის წინააღმდეგობას პატრიოტ კირილისთვის სანქციების დაწესების შესახებ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics