04:51 - 03 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-07-07 09:45:52, 2687 ნახვა

მსოფლიო
ტრამპი და პუტინი დღეს ერთმანეთს პირისპირ შეხვდებიან

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი დონალდ ტრამპი და რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი ერთმანეთს ჰამბურგში  დღეს შეხვდებიან, - ამის შესახებ "რია-ნოვოსტი" იუწყება. 

აღნიშნულ ინფორმაციას თეთრი სახლი და ვლადიმერ პუტინის პრესსპიკერი დმიტრი პესკოვი ადასტურებენ. 

მედია საშუალების ინფორმაციით, ტრამპისა და პუტინის ორმხრივი მოლაპარაკებები არა სამიტის კულუარებში, ფეხზე დამდგარ ფორმატში, არამედ მაგიდასთან გაიმართება.

არსებული ცნობით, პრეზიდენტები ტერორიზმთან ბრძოლის საკითხებს, ასევე სირიასა და უკრაინაში არსებულ ვითარებას განიხილავენ. 

ცნობისთვის, გერმანიაში დაგეგმილი დიდი ოცეულის სამიტზე აშშ-ისა და რუსეთის პრეზიდენტები ერთმანეთს პირველად შეხვდებიან.

ჰამბურგი „დიდი ოცეულის“ სამიტს 7-8 ივლისს უმასპინძლებს.

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
მოჯთაბა ხამენეი მამის დაკრძალვას, სავარაუდოდ, ვერ დაესწრება
5 ივლისი გაორმაგების დღეა - მომხმარებლებს 500-ზე მეტ პარტნიორ ობიექტში 50%-იანი ფასდაკლება დახვდებათ
რა წერია OHCHR-ის ანგარიშში 2025 წელს საქართველოში ადამიანის უფლებებთან დაკავშირებით
შიო III პრორუსული პარტიის ლიდერს ზურა მახარაძეს შეხვდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics