00:03 - 23 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-07-07 09:26:17, 2375 ნახვა

პოლიტიკა
კელი: პრემიერმა თქვა, რომ რეფორმებს გააგრძელებს და ჩვენ ამას მხოლოდ მხარს ვუჭერთ

„საქართველოს პრემიერ-მინისტრმა თქვა, რომ რეფორმებს გააგრძელებს და ჩვენ ამას მხოლოდ მხარს ვუჭერთ“,-ამის შესახებ აშშ-ის  სრულუფლებიანმა და საგანგებო ელჩმა საქართველოში იან კელიმ ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც იან კელიმ აღნიშნა, აშშ მხარს უჭერს რეფორმის ფართომასშტაბიან განხილვას.

„ვფიქრობ, ძლიერი მთავრობა დაფუძნებულია ხალხის თანხმობაზე, იმ ხალხის, რომელსაც მთავრობა წარმოადგენს, სწორედ ამიტომ ჩვენ ყოველთვის ვუჭერთ მხარს რეფორმის ფართომასშტაბიან განხილვას. განსაკუთრებით ქვეყნისათვის ისეთი ფუნდამენტური კანონის, როგორც კონსტიტუციაა. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა თქვა, რომ ის აპირებს საკონსტიტუციო რეფორმის გაგრძელებას და ჩვენ ამას მხოლოდ მხარს ვუჭერთ“,-აღნიშნა ელჩმა.

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
იუმორისტ ონისე ოქრიაშვილს სახლთან 3 პირი ფიზიკურად გაუსწორდა
თბილისში, ვერაზე სროლა იყო - არსებული ინფორმაციით, დაჭრილია 3 ახალგაზრდა
ოლიგარქის სასამართლომ ევროკავშირისა და დასავლელი დიპლომატებისთვის „საბოტაჟის“ საქმეზე დასწრება აკრძალა
ზესტაფონში ავარიის შედეგად 6 ადამიანი დაშავდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics