|
2015-01-14 17:30:46, 2906 ნახვა
პოლიტიკა
გიორგი ბადაშვილისა და ირმა ინაშვილის შეხვედრა დასრულდა
საქართველოს მთავარი პროკურორის გიორგი ბადაშვილისა და „პატრიოტთა ალიანსის“ გენერალური მდივნის ირმა ინაშვილის შეხვედრა დასრულდა. შეხვედრა პროკურატურაში გაიმართა. როგორც „ექსპრესნიუსის“ კორესპონდენტი ადგილიდან იუწყება, შეხვედრა დაახლოებით 20 წუთი გაგრძელდა. როგორც შეხვედრის დასრულების შემდეგ ირმა ინაშვილმა „ექსპრესნიუსს“ განუცხადა, გიორგი ბადაშვილი მუზეუმებიდან დაკარგული ნივთების საკითხით დაინტერესდა და განაცხადა, რომ გამოძიება აქტიურ ფაზაში უახლოეს მომავალში შევა. შეგახენებთ, „პატრიოტთა ალიანსმა“ პროკურატურასთან საპროტესტო აქცია გამართა. როგორც აქციის ორგანიზატორმა და „პატრიოტთა ალიანსის“ გენერალურმა მდივანმა ირმა ინაშვილმა „ექსპრესნიუსს“ განუცხადა, საქართველოს მუზეუმებიდან დაკარგულია ნივთები, რომლის შესახებაც მათ პროკურატურაში საჩივარი შეიტანეს, რათა გამოძიება დაწყებულიყო. მისივე ინფორმაციით, გამოძიება დაიწყო, თუმცა აღარ გაგარძელებულა.
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
რუსეთმა და უკრაინამ მშვიდობიანი მოქალაქეები გაცვალეს
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)