|
2017-07-06 15:54:08, 2395 ნახვა
პოლიტიკა
საქართველოს, მოლდოვასა და უკრაინის საკანონმდებლო ორგანოებმა, ევროპარლამენტს ირაკლი კობახიძის ინიციატივით მიმართეს
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ევროპარლამენტისადმი საქართველოს, მოლდოვისა და უკრაინის საკანონმდებლო ორგანოების ერთობლივ მიმართვას გამოეხმაურა. ირაკლი კობახიძემ, რომელიც ერთობლივი მიმართვის ინიციატორია, განაცხადა, რომ მნიშვნელოვანია, აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტზე, სადაც ქვეყნების ევროპული პერსპექტივის საკითხები განიხილება, მათ მიმართ მხარდაჭერა კიდევ ერთხელ დაფიქსირდეს. „წელს იმართება აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტი, სადაც ჩვენი ევროპული პერსპექტივის საკითხები განიხილება. პირადად ჩემი ინიციატივით, სამმა სპიკერმა-საქართველოს, მოლდოვისა და უკრაინის პარლამენტის თავმჯდომარეებმა მივმართეთ ერთობლივი წერილით ჩვენს ევროპელ მეგობრებს იმისთვის, რომ მათი მხარდაჭერა კიდევ ერთხელ დაფიქსირდეს. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ამ სამიტზე კიდევ ერთხელ დაფიქსირდეს მხარდაჭერა ჩვენი ევროპული პერსპექტივის მიმართ და ასევე, ძალიან მნიშვნელოვანია ის, რომ ჩვენ ერთობლივი ძალისხმევით, ერთობლივი წერილით მივმართეთ ჩვენს ევროპელ მეგობრებს“,- განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ. ცნობისთვის, საქართველოს, მოლდოვასა და უკრაინის საკანონმდებლო ორგანოები ევროკავშირში გაწევრიანებას მოითხოვენ.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)