22:59 - 22 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-07-06 15:13:54, 2174 ნახვა

პოლიტიკა
კობახიძე: თუ რიგგარეშე სხდომა ჩატარდება, გენერალური აუდიტორის კანდიდატურას ივლისში, ან სექტემბერში წარვადგენთ

პარლამენტის თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადებით, ახალი გენერალური აუდიტორის კანდიდატურას ივლისში ან სექტემბერში წარადგენს. 

კობახის ინფორმაციით, აუდიტის სამსახურის ახალ ხელმძღვანელთან დაკავშირებით "ქართულ ოცნებაში" კონსულტაციები გაგრძელდება. 

„თუ პარლამენტის რიგგარეშე სხდომა ჩატარდება, კანდიდატს ივლისში წარვადგენთ, ან კანდიდატი წარდგენილი სექტემბერში - მორიგ სესიაზე იქნება. ანუ, 2 ალტერნატიული ვარიანტი შეგვიძლია განვიხილოთ. რაც შეეხება კანდიდატებს, კანდიდატებთან დაკავშირებით ჯერჯერობით ვერავის დავაზუსტებთ, კონსულტაციები გაგრძელდება და კანდიდატზე ამის საფუძველზე შევჯერდებით“, - განაცხადა კობახიძემ.

ცნობისთვის, პარლამენტის რეგლამენტის გათვალისწინებით, სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ხელმძღვანელის წარდგენის უფლებამოსილება პარლამენტის თავმჯდომარეს აქვს. საკანონმდებლო ორგანო გენერალურ აუდიტორს 5 წლის ვადით ირჩევს. 

შეგახსენებთ, რომ ლაშა თორდიას უფლებამოსილება მიმდინარე წლის 25 ივლისს ეწურება, მან აღნიშნული თანამდებობა 2012 წლის 25 ივლისს დაიკავა. 

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
თბილისში, ვერაზე სროლა იყო - არსებული ინფორმაციით, დაჭრილია 3 ახალგაზრდა
ოლიგარქის სასამართლომ ევროკავშირისა და დასავლელი დიპლომატებისთვის „საბოტაჟის“ საქმეზე დასწრება აკრძალა
ზესტაფონში ავარიის შედეგად 6 ადამიანი დაშავდა
IPI: ვახო სანაიას პატიმრობა განსხვავებული აზრის ჩახშობის კიდევ ერთი საგანგაშო ნაბიჯია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics