|
2017-07-05 09:42:59, 2169 ნახვა
პოლიტიკა
გიორგი მარგველაშვილი: ჩემი სტილი არ არის, რაღაც ხრიკით რაღაც პროცესი შევაჩერო
საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი მიიჩნევს, რომ პოლიტიკაში ისეთი ხრიკების გამოყენება, როგორც ვადაზე ადრე გადადგომაა, არასწორია. „არ მჯერა, რომ პოლიტიკა ასეთი ხრიკებით უნდა იქნას განპირობებული“, - ასე უპასუხა საქართველოს პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა, „არჩევანის“ პირდაპირ ეთერში, შეკითხვას - „რამდენად შეიძლება პრეზიდენტმა მიიღოს გადადგომის გადაწყვეტილება საკონსტიტუციო პროცესის შესაჩერებლად“. როგორც მარგველაშვილმა აღნიშნა, პოლიტიკაში არის ხრიკები, მაგრამ არ სჯერა, რომ პოლიტიკა ასეთი ხრიკებით უნდა იყოს განპირობებული. „ეს ჩემი სტილი არ არის და სწორად არ მიმაჩნია, რომ რაღაც ხრიკით რაღაც პროცესი შევაჩერო,“ - განაცხადა პრეზიდენტმა და დასძინა, რომ ქართულმა საზოგადოებამ უნდა გადაწყვიტოს, სურს თუ არა პრეზიდენტის პირდაპირი წესით არჩევა.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)