20:49 - 30 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-04-21 16:56:08, 496 ნახვა

პოლიტიკა
რიჩარდ ნორლანდი: საქართველოში C ჰეპატიტის მკურნალობის ფინანსური საშუალება არ ჰქონდათ

საქართველოში აშშ-ს ელჩის რიჩარდ ნორლანდის განცხადებით, ათასობით საქართველოს მოქალაქე C ჰეპატიტის ვირუსით არის დაავადებული, - ამის შესახებ ნორლანდმა „ქორთიარდ მერიოტში“ განაცხადა, სადაც საქართველოს მთავრობასა და კომპანია „გილეადს“ შორის ურთიერთგაგების მემორანდუმი გაფორმდა.

თუმცა, მისივე თქმით, წლების განმავლობაში ამ ადამიანებს მკურნალობის ფინანსური საშუალება არ ჰქონდათ.

ნორლანდი "C ჰეპატიტის ელიმინაცია საქართველოში"  პროგრამის დაწყებას მიესალმება.

„წლების განმავლობაში ეს ადამიანები იტანჯებოდნენ. მათ ან არ იცოდნენ, რომ ამ დაავადების სამკურნალო საშუალება არსებობს ან ფინანსური საშუალება არ ჰქონდათ, რომ ძვირად შეფასებული მკურნალობა ჩაეტარებინათ. დღეს ჩვენ ვესწრებით ღონისძიებას, რომელზეც აღინიშნება ამერიკული კომპანია „გილეადსა“ და აშშ-ს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ერთობლივი პროგრამის დაწყება საქართველოს მთავრობასთან ერთად, რომლის მეშვეობითაც სრულიად უფასოდ გადაეცემა საქართველოს C ჰეპატიტის სამკურნალო საშუალება. ეს სამკურნალო საშუალება ამ დაავადების მკურნალობაში ფენომენალურად წარმატებულია. „გილეადის" მხრიდან ეს გახლავთ კორპორატიული სოციალური პასუხისმგებლობის ერთ-ერთი გამოვლინება, როდესაც კომპანია საზოგადოებას უფასოდ უწევს მომსახურებას. საქართველოს მთვრობასთან ასეთ თანამშრომლობას ჩვენ ნამდვილად მივესალმებით“, - აღნიშნა ნორლანდმა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
რუსეთის მთავრობამ გადაწყვიტა, ბენზინის ფასების ზრდის შესახებ მონაცემები გაასაიდუმლოს
კობახიძემ ივანიშვილის დაფუძნებულ ე.წ ქუთაისის საუნივერსიტეტო ქალაქს ბიუჯეტიდან 106 530 ლარი გამოუყო
ჟურნალისტ როგავამ ეჭვი შეიტანა დაკავებული სპეცრაზმელის თავდასხმაში მონაწილეობაში
ახალი კონფლიქტი: ვარშავამ კიევი ისტორიულ პროვოკაციაში დაადანაშაულა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics